დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ერთ საქმეზე ბრალდებული პირები ერთ საკანში აღარ ისხდებიან
2013/02/08 15:28:47

დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პატიმრობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ცვლილებების მიხედვით, ერთ საქმეზე ბრალდებული პირები ერთ საკანში აღარ ისხდებიან. ჯერჯერობით, ცვლილება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე გავრცელდება, ხოლო პროკურორისა და სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში - სხვა საქმეებსაც შეეხება.

„ეს საკითხი დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ „გირგვლიანი-ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეში ევროპის სასამართლოს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულების ერთ საკანში მოთავსების გამო მათი ჩვენებები ძალიან ხშირად და საეჭვოდ იცვლებოდა,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

აღნიშნული ცვლილება საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული. ინიციატივას პირველი მოსმენით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმაც დაუჭირა მხარი. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1440
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია