დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ამნისტირებულია
2013/01/17 12:54:14

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ამნისტირებულია. ამის შესახებ ბიწაძის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს ბრალი 2011 წლის 26 მაისის აქციის შემდეგ წაუყენეს. იგი საქართველოდან 26 მაისის მოვლენების შემდეგ წავიდა და ბრალი დაუსწრებლად, აქციის დარბევისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზების მოტივით წარედგინა. ბიწაძეს დღეიდან ბრალდება ოფიციალურად უკვე მოეხსნა. 

ადვოკატი არ აკონკრეტებს, როდის დაბრუნდება ბიწაძე საქართველოში.

„თუ როდის გადაწყვეტს დაბრუნებას, ეს მისი გადასაწყვეტია“, –  აღნიშნა ლევან სამუშიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია