დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მენაღარაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობას არ დათანხმდება
2013/01/16 15:28:11

აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პარლამენტის ევროპული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ.
სომხურმა საინფორმაციო სააგენტო "news.am"-მა გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ფანჯიკიძეს მთიანი ყარაბაღი არ უხსენებია.
მისივე ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტოს შეხვედრის ვიდეოჩანაწერი მიაწოდა, რომელიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაია ფანჯიკიძის მიერ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, შესაძლოა, თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მიზეზი გახდეს, რადგან იმავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს და მის ნაცვლად, საქართველოს  საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დანიშნოს.

გუშინ გამართულ მთავრობის სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე არ ესწრებოდა, დანარჩენი მინისტრები კი აცხადებდნენ, რომ მათთვის არაფერია ცნობილი ფანჯიკიძის გადაყენების შესახებ.

რაც შეეხება ირაკლი მენაღარაშვილს, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აღნიშნული თანამდებობის კვლავ დაკავებას,  შეთავაზების შემთხვევაშიც კი,  არ აპირებს. 

იგი ამჟამად სტრატეგიული კვლევების ცენტრში მუშაობს და მიაჩნია, რომ სწორედ ამ საქმეს უნდა აკეთებდეს. 

"არავითარი შეთავაზება საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე არ მიმიღია. ბოდიშს ვიხდი, თქვენი ზოგიერთი კოლეგის მიმართ, მაგრამ ეს არის მორიგი გასართობი. ჩემი დამოკიდებულება საჯარო სამსახურის მიმართ ბევრჯერ მითქვამს: ის, რასაც დღეს ვაკეთებ, არის ის, რისი გაკეთებაც მინდა და შემიძლია. პოზიციის შეცვლას არ ვაპირებ. ვისაც ამ თემაზე სპეკულაციის სურვილი აქვს, შეუძლია თავი აღარ შეიწუხოს", - აცხადებს მენაღარიშვილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1317
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია