დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საახალწლო მზადება ქუთაისში
2012/12/29 18:01:23

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბერს ქალაქის ცენტრალურ ბაღში 14:00 საათიდან დაიწყება. 16:00 საათმდე გაიმართება ნიღბების თეატრალური წარმოდგენა; ბერიკების ხალხური თამაშობები; გოზინაყის ფესტივალი; დიზაინერების მიერ მორთული საახალწლო ნაძვის ხეების გამოფენა; ქრისტინე რობაქიძის გამოფენა „ანგელოზთა სერია“.

საახალწლო კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება, მუსიკოსები საახალწლო და საშობაო სიმღერების ქავერ ვერსიებს შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მარიტა როხვაძე, მეგი გოგიტიძე & ბენდი, „ოჩოს ქოხი“, მიმი ჯავახიშვილი, ია ტომაში, გიორგი მეფისაშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, თედო ქორიძე, სახელმწიფო ანსამბლის გუნდი.

საახალწლოდ ქალაქში სამი ნაძვის ხე დადგეს: ქუთაისის ისტორიულ უბანში, ქალაქის ბულვარში და რუსთაველის გამზირზე.  
ქალაქის მერია წელს კიდევ ერთი ნაძვის ხის ყიდვას აპირებდა, რომლის ღირებულება 100 ათასი ლარი იყო,  თუმცა მერიამ ტენდერი გააუქმა. მათი გადაწყვეტილებით, ამ თანხით ბაგა-ბაღის თანამშრომლებს საახალწლოდ პრემიები დაურიგეს. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია