დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დასძლია
2012/12/28 21:40:09

პარლამენტმა ”ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო 91 ხმით, 24-ის წინააღმდეგ დაძლია. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს პრეზიდენტს გაუგზავნის. თუკი პრეზიდენტმა მას 7 დღის ვადაში ხელი არ მოაწერა, პროექტს პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს, რის შემდეგაც კანონი ძალაში შედის.

პარლამენტმა, ვეტოს დაძლევის პროცედურის დაწყებამდე, პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით წარდგენილ პროექტს უყარა კენჭი, რომელსაც მხოლოდ 33-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 83 წინააღმდეგ წავიდა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ფეხზე ამდგარი, აპლოდისმენტებით, შეხვდა. 

პარლამენტის გადაწყვეტილებაზე საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება. მისი აზრით, ვეტოს დაძლევით საქართველომ წააგო, მაგრამ ის იმედოვნებს, რომ ეს არის დროებითი მოვლენა.

პრეზიდენტის განცხადებით, მას უნდოდა ამ ვეტოთი თავიდან აეცილებინა საშიში აქტი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ...

„განვდევნეთ ნარკომანია და გადავარჩინეთ თაობები, ეს ჩაგვეყრება წყალში... ხვალ და ზეგ ყაჩაღები, ქურდები დაესხმებიან თავს ჩვენს მოქალაქეებს... პარლამენტმა გაუშვა რუსეთის ყველა ჯაშუში. ყველა ეს საქმე იყო კარგად გამოძიებული, მათი გარეთ გაშვება კი წარმოუდგენელი უკანონობაა და წაახალისებს სხვებსაც. არცერთი ქვეყანა ასეთ ნაბიჯებს ასე ხელაღებით არ დგამს...

დღეს საქართველოს პარლამენტმა შექმნა პრეცედენტი, რომ შეგიძლია სამშობლოს უღალატო და გეპატიოს... ამ პარლამენტმა ხალხს თავი დაამახსოვრა ორი რამით: პრეზერვატივებზე ბუსუსების აკრძალვით და პედოფილების გათვისუფლებით... ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს,“ – აცხადებს სააკაშვილი.

 (ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1429
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია