დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თვალ­ში - ნა­ცა­რი, გულ­ში - ლახვა­რი...
2012/12/24 13:22:28

ქარ­თველ ბებიებს ავი თვა­ლის­გან გათ­ვა­ლუ­ლის მი­მართ შე­ლოც­ვის გან­სა­კუთ­რებული რი­ტუ­ა­ლი ჰქონ­დათ: შავ­ტა­რი­ა­ნი და­ნით, ნახში­რით, წყლით სავ­სე ჯამით და ჯადოს­ნუ­რი სიტყვებით: „თვალ­ში - ნა­ცა­რი, გულ­ში - ლახვა­რი“. ალბათ, არა­სო­დეს ყოფი­ლა ეს შე­ლოც­ვა ძა­ლა­ში ისე, რო­გორც ახლა, ოქ­ტომბრის სა­ოც­ნებო არ­ჩევ­ნების შემ­დეგ. 

 

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის განცხა-დებიდან:„მო­სახლეობა უნ­და შე­ე­გუ­ოს, და გა­გებით მო­ე­კი­დოს კრი­მი­ნა­ლებთან ერ­თად ცხოვ­რებას“. ბატო­ნო ბიძი­ნა, ჩვენ შე­ვე­გუ­ეთ ტე­რი­ტო­რიების და­კარ­გვას, სა­კუ­თა­რი ქვეყნის ძარ­ცვას, ჩი­ნე­ლების, არაბების, თურ­ქების, სომხების (სომხები ჩვე­ნი ძმებია) მა­სობრივ ჩა­მო­სახლებას, ენი­სა და რე­ლი­გი­ის წაშ­ლას, შიმ­შილს, მოტყუებას, გაც­რუებას, გა­ცუ­რებას და სა­კუ­თარ კრი­მი­ნა­ლებთან ცხოვ­რებას რა უნ­და, ისე­დაც კრი­მი­ნა­ლების სამყარო­ში ვცხოვ­რობთ.                                                         ახალი ხელი­სუფ­ლების პო­ლი­ტი­კა ცო­ტა განსხვა­ვებულია: „გა­რეთ მყოფი ყვე­ლა და­სა­ჭე­რი­ა, შიგ­ნით მყოფი ყვე­ლა გა­მო­საშ­ვებია“. ჩა­ნაც­ვლების თე­ო­რია ციხეებშიც თუ არ­სებობდა, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი. და­ვი­ჭი­როთ და გა­მო­ვუშ­ვათ, გა­მო­ვუშ­ვათ და და­ვი­ჭი­როთ, სხვა რა გვაქვს სა­კე­თებელი?! შობა-ახალი წე­ლი კარ­ზეა მომ­დგა­რი და დამ­შე­უ­ლი ქარ­თვე­ლების­თვის ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ჩუ­ქა­რი „მო­ნატ­რებული“ კრი­მი­ნა­ლების და­ნახვა და „მო­ძუ­ლებული“ კრი­მი­ნა­ლების ციხეში „ჩაყუდება“ იქ­ნება. პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ოც­ნება ას­რულ­და!                                                             „ტა­რი­ფები არ გა­ნახევ­რდება“. ტა­რი­ფების გა­ნახევ­რებაზე ოც­ნება ცო­ტა ძნე­ლი შე­სას­რუ­ლებელი გა­მოდ­გა ხელი­სუფ­ლებაში მო­სუ­ლი მთავ­რობის­თვის (მოს­ვლამ­დე, იცოცხლე, ოც­ნების ფრთები გა­მოგ­ვასხეს). თურ­მე პრე­მი­ე­რი შეც­დო­მა­ში შეიყვა­ნეს, რო­ცა ტა­რი­ფების გა­ნახევ­რების შე­საძ­ლებლობის გა­რან­ტიები და­უ­დეს წინ. ღმერ­თო ძლი­ე­რო, რო­გორ შე­იძ­ლება, მი­ლი­ო­ნერ­მა არ იცო­დეს, რა არის ტა­რი­ფები, რო­გორ ხდება მი­სი გა­ნახევ­რება, ან პრო­ცენ­ტუ­ლი შემ­ცი­რება. დაუჯერებელი­ა, მაგ­რამ ფაქ­ტი­ა, რომ პრე­მი­ე­რი კი არა, სა­არ­ჩევ­ნო ბიუ­ლე­ტე­ნების მოფ­რი­ა­ლე გუ­ლუბრყვი­ლო ამომ­რჩევ­ლები შეიყვა­ნეს შეც­დო­მა­ში. ისე, ამ ოც­დახუთი წლის მან­ძილ­ზე ქარ­თვე­ლებს რა ავადმყოფობა გვაქვს შეყრი­ლი, რომ აღარც ჩვე­ნი თა­ვის ფა­სი ვი­ცით და აღარც ჩვე­ნი ქვეყნის. ური­გო არ იქ­ნება გა­ვიხსე­ნოთ, რომ რო­ცა ქართლ-კახეთს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და და სახელ­მწი­ფო ხაზი­ნა და­ცა­რი­ელ­და, ერეკ­ლე მე­ო­რემ სა­მე­ფო ხაზი­ნა, საგ­ვა­რე­უ­ლო ხაზი­ნა გახსნა და ქვეყნის ფეხზე და­საყენებლად გა­მოიყენა. ახლა არ თქვათ, სად ერეკ­ლე და სად - ჩვე­ნი პრე­მი­ე­რიო. რა­ტო­მაც არა, ხაზი­ნა ორი­ვეს ჰქონ­და და აქვს, მხოლოდ გა­მოყენებას უნ­და ქარ­თუ­ლი გუ­ლი.  

ინ­გლი­სის რკი­ნის ლე­დად წო­დე-ბული მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რი აცხადებს: „ვი­საც უნ­და, რომ ღა­რიბი კი­დევ უფ­რო გა­ღა­რიბდეს და მდი­და­რი კი­დევ უფ­რო გამ­დიდ­რდეს, მას ქვეყნის და­ღუპ­ვა უნ­და“. არ მინ­და, ოც­ნებები გა­გი­ცუ­დოთ, მაგ­რამ თუ გა­ღა­ტა­კებული ქარ­თვე­ლი გლეხი ახლა­ვე არ მი­ი­ღებს დახმა­რებას ტრაქ­ტო­რების, მი­ნე­რა­ლების, სა­თეს­ლე მა­სა­ლი­სა და სხვა­თა სახით, ისევ მსოფ­ლი­ოს ბაზ­რის ნარ­ჩე­ნებით მოგ­ვი­წევს ცხოვ­რება და რუ­სებს კი არა, ჩვენ გაგ­ვიხდება სა­ნატ­რე­ლი ჩვე­ნი­ვე ხილი,  ბოს­ტნე­უ­ლი,   ღვი­ნო და არაყი. ოც­ნება  -  „ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი“, ბუშ­ტი­ვით სკდება.

„ჩემ­თვის ფა­შის­ტები და კო­მუ­ნის­ტები არ არ­სებობენ, არ­სებობენ ადა­მი­ა­ნები!“- ეს  სიტყვები პაპ იო­ა­ნე ოც­და­მე­სა­მეს ეკუთ­ვნის. ახლა ეს სიტ-ყვები რა სა­ჭი­რო­ა­ო, შე­მე­და­ვებით. სა­ჭი­როა და მე­რე რო­გორ: სა­თა­ვე­ში მო­სუ­ლი ახალი ხელი­სუფ­ლება, თა­ვის ძა­ლას ადა­მი­ა­ნების სა­სი­კე­თოდ უნ­და იყენებდეს. იგი არ უნ­და გა­ნარ­ჩევ­დეს ნა­ცი­ო­ნა­ლებს, კონ­სერ­ვა­ტო­რებს, ლეიბორის­ტებს, ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტებს, კო­მუ­ნის­ტებს (სად­ღა არი­ან?!),  მწვა­ნეებს, ყვით­ლებს და ცის­ფე­რებს. ხელი­სუფ­ლება ყვე­ლას ინ­ტე­რესს უნ­და იცავ­დეს, რომ შეძ­ლოს ერის გამ­თლი­ა­ნება და არა დაშ­ლა-და­ნა­წევ­რება და და­პი­რის­პი­რება. ყოველ 4 წე­ლი­წად­ში და­ტე­რო­რებული ერი წინ ვერ წა­ვა და ის­ტო­რი­ას ვერ შექ­მნის. დას­ვით გლეხი თა­ვის ად­გილ­ზე, მუ­შა - თა­ვის ად­გილ­ზე, აკა­დე­მი­კო­სი - თა­ვის ად­გილ­ზე და ყვე­ლას ერ­თად საქ­ვეყნო საქ­მე აკე­თებინეთ. ეს არის ქარ­თუ­ლი ოც­ნების ას­რუ­ლების ერ­თა­დერ­თი გზა.

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის უდი­დეს­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, რო­მელ­მაც საბჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვა შეძ­ლო (მარ­ტო რას შეძ­ლებდა?!) და რო­მელ­მაც კარ­გად შე­არყია მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნას­წო­რობა, რო­ნალდ რე­ი­გან­მა გა­ნაცხადა: „მთავ­რობა პრობლე­მებს ვერ მო­აგ­ვა­რებს, რად­გან პრობლე­მა თვი­თონ არი­სო“. იქ­ნებ და­ვე­თანხმოთ ამ კაცს. პრობლე­მა ხალხი კი არა, ყოველ­თვის ხალხის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი ხელი­სუფ­ლებაა. სხვა ქვეყნებში არ ვი­ცი და სა­ქარ­თვე­ლო, ოც­დახუთი წე­ლი­წა­დია, თვალ­ში ნაც­რით და გულ­ში ლახვრით და­დის.

 

ცი­სა­ნა იობიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1826
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია