დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩე­მი ქარ­თუ­ლი ოც­ნება ესაა. თქვენი?
2012/12/24 13:21:44

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი ლინ­დონ ჯონ­სო­ნი დიდ ყურად­ღებას უთ­მობდა სა­ზო­გა­დოებრი­ვი აზ­რის გა­მო­კითხვას. მას­ზე ხალხში ხუმ­რობდნენ, უკა­ნას­კნე­ლი გა­მო­კითხვის შე­დე­გებს ჯიბით და­ა­ტა­რებსო... ძა­ლი­ან მინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ბოლოს და ბოლოს, ის­წავ­ლონ ხალხთნ ურ­თი­ერ­თობა, ხალხის აზ­რის მოს­მე­ნა და გათ­ვა­ლის­წი­ნება. მარ­ტო მა­შინ კი არა, რო­ცა სჭირ­დებათ, სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერ­ზე! პო­ლი­ტი­კო­სებს უნ­და ეს­მო­დეთ, რომ ისი­ნი ვალ­დებულ­ნი არი­ან, სა­ზო­გა­დოების დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლონ და მო­ის­მი­ნონ მა­თი აზ­რი.

 

და ვიდ­რე ისი­ნი ამას ის­წავ­ლი­ან და ვიდ­რე ჩვე­ნამ­დე მოვ­ლენ, მე მინ­და, რომ მა­ნამ­დე გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი ქარ­თუ­ლი ოც­ნება:

უკ­ვე ოც­ნებად გა­და­მექ­ცა ის, რომ ჩემს ქვეყანა­ში ამ­დენ უსაქ­მურს არ ვხედავ­დე,

 მინ­და ადა­მი­ა­ნები თვი­სი პრო­ფე­სი­ით მუ­შაობდნენ!

მინ­და არ ფიქ­რობდნენ სწავ­ლის დამ­თავ­რების შემ­დეგ - მე­რე რა,­ რომ იუ­რის­ტის ან პო­ლი­ტო­ლო­გის დიპ­ლო­მი აქვს, მე­რე რა, რომ მა­გის­ტრის ხარისხიც აქვს, არა უშავს, ბან­კში და­იწყებს მუ­შაობას მო­ლა­რე-ოპე­რა­ტო­რად (ისიც - თუ და­იწყო, ძა­ლი­ან უხარია) და ეს ნორ­მა­ლუ­რია!

მინ­და გა­ნათ­ლების დო­ნე იყოს ნორ­მა­ლუ­რი!

მინ­და სკო­ლებში იმ­დე­ნად მოხუცი მას­წავ­ლებლები აღარ იყვნენ, რომ ავიწყდებოდეთ თა­ვი­ან­თი საგ­ნის და­სახელება. მათ გზა ახალ­გაზ­რდებს და­უთ­მონ და თვი­თონ ღვაწ­ლის შე­საბამი­სად იღებდნენ ნორ­მა­ლურ პენ­სი­ას!

მინ­და ხალხი საზ­ღვარ­გა­რეთ გაქ­ცე­ვა­ზე აღარ ოც­ნებობდეს, გან­სა­კუთ­რებით, ახალ­გაზ­რდები და სა­კუ­თარ თავს სა­კუ­თარ ქვეყანა­ში ხედავ­დნენ!

მინ­და ამ­დე­ნი ნა­ციხარი არ იყოს და, ბოლოს და ბოლოს, გა­არ­კვი­ონ, რაა და­ნა­შა­უ­ლი და რა  -  ავადმყოფობა. ფუ­ლით და ჯარი­მით არ უნ­და წყდებოდეს ადა­მი­ა­ნის დამ­ნა­შა­ვეობა - უდა­ნა­შა­უ­ლობის სა­კითხი!

მინ­და ამ ქვეყანა­ში, ბოლოს ­და ბოლოს, ყვე­ლამ ის თქვას, რაც სი­მარ­თლეა!

მინ­და, რომ ყვე­ლა არ იყოს და­კა­ვებული პო­ლი­ტი­კით და ყვე­ლა არ „პრო­ფე­სო­რობდეს“!

მინ­და ყვე­ლა იყოს გულ­წრფე­ლი, ადა­მი­ა­ნებს სჯერო­დეთ და უყვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი!

მინ­და ქრის­ტეს სახელით არ დე­მა­გო­გობდნენ!

მინ­და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ქვეყნის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად გრძნობ­დეს თავს და ჰქონ­დეს შეგ­რძნება, რომ მას­ზე ზრუ­ნავს სახელ­მწი­ფო!

მინ­და ახალ­გაზ­რდები არ აი­გი­ვებდნენ ქვეყნის და პრე­ზი­დენ­ტის სიყვა­რულს ერ­თმა­ნეთ­თან, არ ამბობდნენ სი­ა­მაყით: „მე ვარ ჩე­მი ქვეყნის­თვის და ვარ ჩე­მი პრე­ზი­დენ­ტის­თვის!“ ვინც ასე ფიქ­რობს, ყვე­ლას, არა ნაკ­ლები სი­ა­მაყით ვეუბნები, რომ, მე ვარ ჩე­მი ქვეყნის­თვის და არა­სო­დეს არ ვიქ­ნები არ­ცერ­თი პრე­ზი­დენ­ტის­თვის!

მინ­და ქვეყნის პირ­ვე­ლი პი­რები აც­ნობიე­რებდნენ, რომ ისი­ნი ხალხის სამ­სახურ­ში დგა­ნან და ქვეყნის კონ­სტი­ტუ­ცი­ას წა­რა­მა­რა, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სებიდან გა­მომ­დი­ნა­რე, არ უნდა ცვლიდ­ნენ!

მინ­და ყვე­ლას შე­ეძ­ლოს სა­კუ­თა­რი ნი­ჭის და იდე­ის რე­ა­ლი­ზება!

კი­დევ ბევ­რი რა­მე მინ­და... მაგ­რამ, რაც მეტს ვწერ, მით მე­ტად ემ­გვა­ნება ოც­ნებას. არა­და, მა­ინც მგო­ნია, რომ ოც­ნებები არ ხდება... ამი­ტომ მირ­ჩევ­ნია, გავ­ჩერ­დე, უფ­რო რე­ა­ლუ­რად რომ მო­მეჩ­ვე­ნოს ამ ყვე­ლაფ­რის ახდე­ნა...

მე უკ­ვე გა­გი­ზი­ა­რეთ ჩე­მი ქარ­თუ­ლი ოც­ნება, თქვე­ნიც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს... და ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სები ხალხთან ლა­პა­რაკს ის­წავ­ლი­ან და ჩვე­ნამ­დე მოვ­ლენ, მა­ნამ­დე ჩვენ ვუთხრათ: რაა ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ოც­ნება!

არა აქვს მნიშ­ვნე­ლობა პო­ლი­ტი­კურ შეხედუ­ლებებს, აღ­მსა­რებლობას, არა აქვს მნიშ­ვნე­ლობა, ვი­ზი­ა­რებთ თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რაობა „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ მიზ­ნებს და ამო­ცა­ნებს, - მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვი­საც მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ამ ქვეყნის მო­ქა­ლა­ქეები ხართ და თქვე­ნი ოც­ნებები სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დება - ჩე­მი ქარ­თუ­ლი ოც­ნება ესა­ა, თქვე­ნი?

 

სო­ფიო კუ­პა­ტა­ძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1441
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია