დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის პრესსპიკერი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
2012/12/13 12:35:16

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყნის პირველ პირს მხოლოდ ერთი თვითფრინავი ყავდა.

პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ ერთი საჰაერო ხომალდით გადაადგილდება და მეორე ბორტი მთავრობის ჰანკარგულებაში იყო. ასევე, პრესპიკერის თქმით, თავდაცვსი სამინისტროს მიერ გაუქმებული ლიზინგის გამო სახელმწიფოს სოლიდური ზიანი მიადგება.

„თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი გადაადგილებისთვის იყენებდა ერთ საჰაერო ხომალდს, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პრეზიდენტი სარგებლობს ერთი ხომალდით, მეორე ბორტი კი ისევ რჩება მთავრობის, კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით  და  გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან  ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ  ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია“  -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

პრეზიდენტის ორი თვითმფრინავის შესახებ  თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას. „პრეზიდენტს ჰყავდა ორი ბორტი. პირველი ბორტიც თავდაცვის სამინისტრომ იყიდა და საკამოდ დიდი თანხა გადაიხადა. მეორე ბორტიც რომ დაგვეტოვებინა, ყოველთვიურად ქვეყანას უნდა გადაეხადა 850 000 ლარი" - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ტელეთერში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია