დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი მარგველაშვილი:“უმაღლესი განათლების ფასების რეგულაცია განათლების სამინისტროს არ ეხება”
2012/11/16 23:15:01

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია მაესტროს “პრესკლუბს” სტუმრობდა.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს მიერ უმაღლეს განათლებაზე ფასების გაზრდა არ იგეგმება. მეტიც, მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტები ავტონომიური დაწესებულებებია და სამინისტროს ფასების განსაზღვრის პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს.

“ჩვენ ვმუშაობთ ფასების შემცირებაზე, თუმცა ამისთვის ერთადერთი ბერკეტი უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების გაზრდაა. ერთი მხრივ, ეს განათლებისთვის ხელმისაწვდომ გარემოს მოგვცემს, მეორე მხრივ კი აისახება სწავლის ხარისხზე,” - განაცხადა მარგველაშვლმა.

მინისტრმა განმარტა, რომ სამინისტროს მხოლოდ სწავლების ფასის ზედა ზღვარის დაწესება შეუძლია, თუმცა მისივე ინფორმაციით ეს საკითხი ჯერ არ განხილულა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მარგველაშვილი სასკოლო სახელმძღვანელოების თემასაც შეეხო.

მისი თქმით, სამინისტრო ამ თემაზე მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ გადასინჯვის პროცესი ფრთხილად მიმდინარეობს, ფასების შემცირების აუცილებლობა ერთმნიშვნელოვნად ჩანს.

“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ სექტემბერი ოჯახებისთვის ეკონომიკურ კატასტროფასთან აღარ ასოცირდებოდეს. სამინისტრომ მუშაობის სამი კვირის მანძილზე, განათლების სფეროში რესურსების გაორმაგება მოახერხა, რაც, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არ არის ბევრი, თუმცა შესაბამისობაში მოდის ჩვენს ბიუჯეტთან,” - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მინისტრმა დემოკრატიზაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ დისკუსიებში განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ჩართვა უზრუნველყოფილი იქნება.

თეონა შათირიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია