დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გადაიხადე და დაიბრუნებ!
2012/11/12 13:38:31

მომავალი წლიდან „დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნება  იქნება შემოღებული

 

„დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნების შემოღებაზე უკვე საუბარია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში. აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, რომელთა დაქირავებით მიღებული შემოსავალიც წლის გამავლობაში არ აღემატება 6000 ლარს.

თუ თქვენი წლიური შემოსავალი 6000 ლარზე ნაკლებია, „დაუბეგრავი მინიმუმის“ დანერგვის შემდეგ თქვენ წლიურად, დაახლოებით, 1200  ლარამდე დაზოგავთ.

და როგორ?თუ თქვენი თვიური დარიცხული ხელფასი 500 ლარი იყო, თქვენ ხელზე  იღებდით 400 ლარს და დამქირავებელი დანარჩენს - 100 ლარს ბიუჯეტში იხდიდა, ეს წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებიდან 1 200 ლარს შეადგენს. 2013 წლის განმავლობაში თქვენ და დამქირავებელი გააგრძელებთ არსებულ რეჟიმში საშემოსავლოს გადახდას და თუ 6000 ლარს არ გადასცდა თქვენი შემოსავალი, 2013 წელს უკან დაიბრუნებთ გადახდილ 1200 ლარს. 

თანაც საშემოსავლოს დაიბრუნებს არა ორგანიზაცია, რომელმაც ხელფასი გადაგიხადათ, არამედ - თქვენ, ფიზიკური პირი, ვისი შემოსავლიდანაც დაიბეგრა ეს შემოსავალი.

ეს, დაახლოებით, ანაბარზე დადებულ თანხას ჰგავს.

დასავლეთში ეს აპრობირებული მეთოდია. საქართველოში ამ  მეთოდის დასანერგად, საკანონმდებლო ცვლილების გარდა, გადამხდელთა დეკლარაციების მოწესრიგება და დაბრუნების მექანიზმების შემუშავებაა საჭირო.

„დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნება  2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული. საგადასახადო შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ცვლილებები, რითაც 2013 წლიდან შემოღებული იქნება „დაუბეგრავი მინიმუმი“ დაქირავებული ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას.

 

ვის შეეხება „დაუბეგრავი მინიმუმი“?

დასაქმებულების, დაახლოებით, 30-40%-ს (თუ მეტს არა). ესენი არიან: პედაგოგები, ექიმები, ვაჭრობის სფეროში დაქირავებული პერსონალი, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანები. ეს საკმაოდ საინტერესო წინადადებაა.

 

რა დააკლდება, რა მოემატება ბიუჯეტს?

ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ცვლილება არ მოახდენს უარყოფით გავლენას 2013 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან წლის განმავლობაში მოხდება ყველა დაქირავებული ფიზიკური პირის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, ხოლო ფისკალური წლის დასრულების შემდგომ წელს იმ პირებს, ვინც ისარგებლებენ აღნიშნული საგადასახადო შეღავათით, დაუბრუნდებათ კუთვნილი თანხა, შესაბამისად, ეს ცვლილება საგადასახადო შემოსავლების შემცირებას 2014 წლიდან გამოიწვევს.

სხვათა შორის, საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში  საშემოსავლო  გადასახადი დღგ-ს შემდეგ მეორე ადგილზეა, შემოსავლების მიხედვით მას 25% უკავია. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ის 1,8 მლრდ. ლარს შეადგენს. ცვლილებებს ამ მხრივ უკვე 2014 წლის ბიუჯეტში უნდა ველოდოთ, როცა ბიუჯეტში შესული თანხების დაბრუნების დრო დადგება. მნიშვნელოვანია გადასახადის დაბრუნების მარტივი მექანიზმის შექმნა. არც ისაა დასამალი, რომ ბიუჯეტიდან „დაბრუნების“ პრეცენდენტი, ჯერ არავის ახსოვს. და არა მარტო პრეცენდენტი - ამის მექანიზმიც არ არსებობს.

 

ელისო გოლეთიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1395
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია