დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა პარლამენტარებთან
2012/11/01 14:14:42

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობის წარმომადგენელთან – ირაკლი სესიშვილთან და მის მოადგილე, უმცირესობის წარმომადგენელ დავით დარჩიაშვილთან შეხვედრას უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე ექსპერტები და ყოფილი მაღალჩინონსებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებით ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას ხელი შეეწყობა.


„მე კიდევ უფრო გამიხარდა, რომ ამ სფეროში, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება ჰქვია, რომელიც საერთო ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს, ჩართული არიან ადამიანები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე, რასაც მივესალმები. მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში შეიქმნას სამოქალაქო საბჭო, რომელიც განახორციელებს სამოქალაქო კონტროლს უსაფრთხოების თემებზე.“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ კარგია, როდესაც მათ მიერ დანერგილი ტრადიცია – არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა – ახალი მოწვევის პარლამენტშიც გრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თავდაცვის თემებზე მომუშავე ექსპერტების ჩართულობას უსაფრთხოების საკითხებში.
„კარგია, როდესაც ასეთი შეხვედრები იმართება, რომელიც ჩვენი, უმრავლესობაში ყოფნის დროს ჩამოყალიბდა. ჩვენ ამ საკითხებში  ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ, რათა ის წარმატებები, რომელიც საქართველოს თავდაცვის საკითხებში აქამდე ჰქონდა და რომელთაც  ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც აღიარებენ, განვითარდეს. ჩვენი მიზანია, რომ ამ ფორმატით თანამშრომლობა იყოს ძალიან შრომატევადი და მჭიდრო,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.
სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საბჭო დაიყოს ინსტიტუციონალურად და არ იყოს მხოლოდ  ერთ საკითხზე მუშაობა.
„მნიშვნელოვანია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ხვდებიან თავდაცვის კომიტეტის ხემძღვანელებს. მსგავსი შეხვედრები იმართებოდა წინა მოწვევის პარლამენტის დროსაც, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს შეხვედრები ნაყოფიერი არ გამოდგა,“ - განაცხადა ექსპერტმა თეონა აქუბარდიამ.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია