დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს გამოიძიებენ
2012/10/30 14:28:03

პროკურატურა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სიბნელით მოცულ საქმეს შეისწავლის. პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღემდე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. არსებობს პირველი ვერსია, რომ ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე მოკლეს, გვამი კი საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს. მეორე კი – სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს საფერფლე ესროლა და შემთხვევით შემოაკვდა. ახლახან მისი დახრჩობის ვერსიამაც გაიჟღერა – ჟვანიას ყოფილმა თანაგუნდელმა ხათუნა ხოფერიამ განაცხადა, რომ იცნობს ადამიანს, რომელსაც ქონების დათმობას აიძულებდნენ და წამების დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაემუქრა, ამ ხელებით დავახრჩვე ჟვანია და შენ რისი იმედი გაქვსო? ხოფერია მზად არის, ამ პირის ვინაობა პროკურატურას დაუსახელოს. ზუსტად ისიც არავინ იცის, 2004 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრებმა ვისი მითითებით დაიქირავეს ბინა საბურთალოს ქუჩაზე. ფაქტია, რომ გაზეთ "სიტყვა და საქმის" 6 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა ეკა კიკიანის განცხადება ბინის გაქირავების თაობაზე. თუმცა იმავე გაზეთის 8-9 დეკემბრის ნომერში კი ისევ გამოქვეყნდა იმავე პინის განცხადება, რომელშიც ინფორმაცია შეცვლილი იყო. ეკა კიკიანის, ასევე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის – კობა ხარშილაძის და დაცვის წევრის – მიხეილ ძაძამიას ხელახლა დაკითხვამ შესაძლოა არაერთი დეტალი გამოააშკარაოს. ambebi.ge-ს წყაროზე დაყრდნობით,  გოგა ჯვანია აცხადებს, რომ „მთავარია, რომ პროკურატურა სიმართლის დადგენით დაინტერესებულია და პროცესი სწრაფად დაიწყება. მე დავასახელე ადამიანები, ვისი ჩვენებებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება: სააკაშვილი, ბარამიძე, ადეიშვილი, მერაბიშვილი, დაცვის წევრები. დაიკითხებიან სხვებიც, ვინც ამა თუ იმ პოსტზე ყოფნისას რაღაც ინფორმაციას ფლობდნენ. დეტალებზე საუბარს მოვერიდები, რადგან ეს გამოძიების პრეროგატივაა".

საინტერესოა, გამოჩნდებიან თუ არა ახალი მოწმეები ზურაბ ჟვანიას საქმეში.

ხატია გორგოძე






'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1300
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია