დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკომიტეტო მოსმენები და ახალი მთავრობის პროგრამა
2012/10/29 12:39:29

ნაციონალები სხვაობებს და  შეცდომებს ეძებენ

 

საპარლამენტო კომიტეტებში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის წევრების პროგრამების განხილვაზე  მინისტრებმა დეპუტატებს თავიანთი სამოქმედო გეგმები და კონკრეტული წინადადებები გააცნეს.

პროცედურის მიხედვით, ამ მოსმენების შედეგად წყდება, დაუჭერენ თუ არა დეპუტატები კანდიდატებს მხარს სხდომაზე. შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის მოდერნიზებას გეგმავს. მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პოლიციის დეპოლიტიზება. „დანიშვნისთანავე ამ ამოცანის შესრულებას დავიწყებ. ამას გარდა, იქნება რიგი რეფორმებისა, რომლებიც ჩვენ ეტაპობრივად, რბილად უნდა განვახორციელოთ... არცერთი თანამშრომელი არ უნდა გათავისუფლდეს უსამართლოდ. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი მხრიდან,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განმარტებით, აუცილებლად გაგრძელდება მცირე და საშუალო, ასევე, დიდი ჰესების მშენებლობა, ოღონდ „ეს მოხდება გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, რადგან დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა იყო საზოგადოებაში და მომავალში, როცა დავიწყებთ ამ თემებზე საუბარს, ეს პროექტები აუცილებლად ურთიერთშეთანხმებით გაგრძელდება“. რაც შეეხება თანამდებობრივ შეუთავსებლობას „საქჰიდრომშენის“ აქციების 45%-ის ფლობის გამო,  კალაძე აცხადებს, რომ მინისტრად დანიშვნიდან 10 დღის ვადაში გაასხვისებს.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის თქმით, მისდამი დაქვემდებარებული სამინისტრო ყველა მიმართულებით იმუშავებს:         „ეს იქნება ბინების მშენებლობა, ფართების შესყიდვა და ლტოლვილებისთვის გადაცემა, ფულადი კომპენსაციის მიცემა. ყველა ეს საკითხი იქნება განხილული რაც შეიძლება მოკლე ვადებში, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.“

დარახველიძემ რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში არასამთავრობო სექტორის წინაშე  ქსენოფობიური განცხადებების გამო. თუმცა, მისი თქმით, ეს არა ქსენოფობიური განცხადებები, არამედ წამოცდომები იყო და მომავალში შეეცდება, უფრო ფრთხილი იყოს პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას.

შეფასებით, რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატია, მას არ უნახავს უფრო კორუმპირებული სისტემა, ვიდრე აღნიშნული უწყებაა.

„ეს არის ყველაზე უფრო კორუმპირებული სისტემა, გაცილებით უფრო კორუმპირებული, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო. საშინლად არის გაზრდილი თანხები, რომლებსაც პატიმრებს სძალავენ და ზოგჯერ კორუფცია და ადამიანის უფლებათა დარღვევა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან. გრძელვადიანი პაემნისთვის პატიმარს, რომელთანაც მეუღლეს უშვებენ, ახდევინებენ 1000 დოლარს და ამის შემდეგ მათი ერთად გატარებული დრო ხდება ყოველთვიური და ყოველწლიური გამოძალვის საგანი, რადგან გადაღება ხდება ცოლქმრული ცხოვრების... ის, რაც ამ სისტემაში ხდებოდა, წარმოუდგენელია ადამიანური გონებისთვის. ამის გამოსწორება საჭიროებს ძალიან სერიოზულ რეფორმებს და ადამიანურ მიდგომას,“ - განაცხადა სუბარმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე, საუბრობს იმ მომავალ გეგმებსა და პირველ ნაბიჯებზე, რომლებსაც უწყება განახორციელებს. „საგარეო ორიენტირები - ესაა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება აშშ-თან, ძალიან კარგი ურთიერთობები მეზობლებთან - აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან და, რასაკვირველია, მცდელობა, რომ დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან,“ - აღნიშნა მან.

საპარლამენტო უმრავლესობა სრულად უჭერს მხარს სამთავრობო პროგრამასა და კანდიდატებს,

 უმცირესობა კი აცხადებს, რომ სამთავრობო პროგრამის იმ ელექტრონულ ვერსიაში, რომელიც მათ საკომიტეტო განხილვის წინა ღამით მიიღეს, ძალიან ბევრი არათავსებადობაა წარმოდგენილ და წანასაარჩევნო პროგრამას შორის. გიორგი კარბელაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო პროგრამა: „ესაა 90-იან წლებში დარჩენილი ადამიანების ზოდაგი დებულებები, სადაც არაფერია კონკრეტული, აღარაფერს ვამბობ  დროსა და ვადებზე.“

გიორგი ბარამიძის განცხადებით, მართალია, შეკითხვები ბევრია, მაგრამ საბედნიეროდ, უმცირესობისა და უმრავლესობის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნატო და საგარეო ორიენტირები.

ლევან ბერძენიშვილის აზრით, „ნაციონალების ცალკეული დეპუტატები, საკუთრივ გიორგი ბარამიძე, ჯერაც არ არიან გარკვეული, რა შედეგებით დამთავრდა არჩევნები. ისინი პოლიტიკურად ვალდებული არიან, ეს აკეთონ. მე ბავშვობიდან მახსოვს კომკავშირელის ტიპაჟი, რომელიც, რეალობის მიუხედავად, ყოველთვის პირველობს.“ ჩვენ მაგათთან შესათანხმებელი არაფერი გვაქვს, მით უფრო - ნატოს საკითხი. ნატო ჩვენ ბავშვობიდან გვინდოდა და ამაში დასამტკიცებელიც არაფერია. რაც შეეხება რუსეთს, მათ კაპიტულაცია გამოაცხადეს რუსეთთთან. ჩვენ კი შევეცდებით, რომ შევცვალოთ რეალობა.“

 

ელისო გოლეთიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1299
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია