დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ახალი გუბერნატორი ქუთაისის პრობლემებს ეცნობა
2012/10/23 13:21:17

იმერეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და ქუთაისის ასევე ახლადარჩეული მერი ბესიკ ბრეგაძე №12 ბაგა-ბაღს ეწვივნენ, გაეცვნენ ბაღის ინფრასტრუქტურას და პრობლემებს.

„მინდოდა გავცნობოდი, როგორ პირობებში უწევთ ბავშვებს სწავლა, ცხოვრება და ამავე დროს გაგვეცნო ის პრობლემები, რაც საბავშვო ბაღებში აწუხებთ. მთავარი პრობლემა, რომელიც დღეისათვის გამოიკვეთა, ჯგუფებში ბავშვების გადაჭარბებული რაოდენობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურა უნდა განვავითაროთ,“ - განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.
ქუთაისის მერი ბაგა-ბაღში მომუშავე პერსონალს დახმარებას დაჰპირდა.
„ზოგადად, ბაღის ინფრასტრუქტურა გამართულია, აქ ყველა პირობაა შექმნილი, ბავშვები მაქსიმალურად ნორმალურ გარემოში აღიზარდონ. გვინდა, მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე,“ - განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

საბავშო ბაღში მომუშავე პერსონალს იმედი აქვს, რომ მათი ეზო კარგად მოეწყობა.
„ეზოს მოწყობა და ასფალტის დაგება, რაც დაგვპირდა გუბერნატორი, იმედია, ეს ყველაფერი გამოკეთდება, რაც გააუმჯობესებს ჩვენს მდგომარეობას,“ - ამბობს ქათევან ბაბუხადია, ?12 ფილიალის გამგე.
ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში სულ 35 ფილიალი შედის, სადაც დღეის მდგომარეობით 8 978 ბავშვი ირიცხება. ძირითადი პრობლემა ბაღებში ბავშვების დიდი რაოდენობაა.
 
მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია