დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
94,69% დათვლილია, 55,1%-თ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" ლიდერობს
2012/10/03 09:04:05

2 ოქტომბრის 00:00 საათისთვის, უბნების 94,69% ანუ 3566 საარჩევნო უბანი დათვლილია. წინასწარი შედეგებით, ბლოკს "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 55,1% აქვს , "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 40,14%, "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძეაობას" - 2,04%-ით, ხოლო "ლეიბორისტულ პარტიას" ხმათა 1,24% აქვს მიღებული. ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტი 1%-ის ქვემოთაა. 

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულის საარჩევნო ოლქის ერთი უბნის შედეგები შესაძლოა არ დაითვალოს. ასევე, პრობლემატურად რჩება და კითხვის ქვეშ დგას თერჯოლის, თეთრიწყაროს და მარტვილის რიგი საარჩევნო უბნების დათვლის საკითხიც.
ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხვალიდან, მას შემდეგ, რაც ცესკო საარჩევნო ოლქებიდან საბოლოო შედეგებს მიიღებს, მონაცემის დაზუსტებას შეუდგება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია