დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატიმრების წამებისთვის კიდევ 4 პირი დააკავეს
2012/09/27 12:58:18

საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე წუთის წინ გაარცელა ინფორმაცია ქუთაისის მე-16 საპრყრობილის თანამშრომლების დაკავების შესახებ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს გამთენიისას დაკავებული არიან პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა, წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული 4 პირი.

ესენი არიან: ქუთაისის მე-16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.

აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის მე-16 საპყრობილის ტერიტორიაზე.
გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 16 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია