დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ილია მეორე : „არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეთ“
2012/09/21 18:06:57

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს განცხადებით, არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იგი გაყალბებული არ იქნას.ამის შესახებ პატრიარქმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა."ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ. არაფერი არ უნდა შეუშალოს ხელი არჩევნების ჩატარებას და ეს არჩევნები არ უნდა იყოს გაყალბებული. ადამიანები უნდა გამოთქვამდნენ აზრს თავისუფლად. არავითარ შემთხვევაში შიში არ უნდა იყოს არცერთ ადამიანში და როგორც თვითონ ფიქრობს, ის რიცხვი უნდა შემოხაზოს", - ბრძანა პატრიარქმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია