დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო – ესპანეთი 0:1.
2012/09/12 14:38:23

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა გუშინ თბილისში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გამართული მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც sportal.ge იტყობინება, სერხიო რამოსისთვის საქართველოს ნაკრების მხრიდან გაწეული წინააღმდეობა და „თბილისი-არენას“ მოედნის საფარი სიურპრიზი აღმოჩნდა.

"წინასწარ არ ვიცოდით, საქართველოს ნაკრები როგორ ითამაშებდა. მათ დაცვის ხაზი გაამაგრეს და ძალიან ხისტი თამაში დაგვიპირისპირეს. 

ამან თამაში ძალიან გაგვირთულა. ამასთან, მოედნის ხარისხმა არ მოგვცა საშუალება, ჩვენთვის დამახასიათებელი ფეხბურთი გვეჩვენებინა.

სიმართლე გითხრათ, მეტოქემ გამაოცა. ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ წარსულით, გუნდმა წინ უნდა იყუროს და გაიმარჯვოს", - თქვა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ – მატჩი ესპანელების სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმრებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს. საქართველო – ესპანეთი 0:1.

(ბ.ი.)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია