დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ შევხედოთ ახალგაზრდა ამომრჩევლებს ცამეტნაირად?
2012/09/10 14:33:42

XVII სა­­კუ­ნე­ში ათა­ნა­სი­უს კირხერ­მა გა­მო­აქ­ვეყნა ნაშ­რო­მი, სახელ­წო­დებით „ქათ­მის წარ­მო­სახვის ძა­ლის შე­სახებ“. მას­ში აღ­წე­რი­ლი იყო „ექ­სპე­რი­მენ­ტუმ მი­რაბილე“: ქა­თამს გვერ­დზე აწ­ვე­ნენ, ცხვირ­წინ კი ცარ­ცის ხაზს გა­­ტა­რებენ. ქა­თა­მი აღარ გა­ინ­ძრე­ვა. ამ ვი­თა­რებას ზედ­მი­წევ­ნით უხდება სიტ-ყვა „შე­კა­ვება“. მაგ­რამ შე­კა­ვება სრუ­ლი­­დაც რომ არ იყოს აუ­ცი­ლებელი სა­არ­ჩევ­ნოდ ადა­მი­­ნებზე შთა­გო­ნების რე­­ლი­ზა­ცი­­სათ­ვის, - დრო­ის მო­ნაბერი სუ­ლის­კვე­თების ნაკ­ლებად გამ­ცნობიე­რებელი ამომ­რჩევ­ლების მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, ეგ­ზალ­ტი­რებულ ახალ­გაზ­რდობას­თან ერ­თად, მა­ინც, „ექ­სპე­რი­მენ­ტუმ მი­რაბილეს“ მდგო­მა­რეობას ეთანხმი­­რება...

მეხუთე მცნების - „პა­ტი­ვი ეც მა­მა­სა შენ­სა და დე­და­სა შენ­სა“ - უარმყოფე­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ხელი­სუფ­ლებისა­გან გა­და­მე­ტებულად გა­ლა­ღებული, ე.წ. „თი­ნეიჯერუ­ლი“ ლო­გი­კის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვები, აზ­როვ­ნების გახლეჩ­ვა და ფან­ტას­ტი­კუ­რი აბდაუბდა პი­რუთ­ვნე­ლი არ­ჩევ­ნების მი­მართ აშ­კა­რად იკ­ვე­თება.

რა ლა­რი და ხაზი უნ­და იმის წი­ნას­წარ შეც­ნობას, რომ სა­არ­ჩევ­ნო ინ­ტოქ­სი­კა­ცია არა­ნორ­მა­ლუ­რი მდგო­მა­რეობაა ნორ­ჩი გო­ნებისათ­ვის, რო­მელ­საც ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ერთბაშად გა­მო­ეც­ლება ხელი­დან თა­ნამ­დებობით ტკბობის სი­ა­მოვ­ნება, თუ სხვა „აკ­რძა­ლუ­ლი ხილი“. და არა მარ­ტო ნორ­ჩებისათ­ვის... ეს ხელი­სუფ­ლების გარ­და­უ­ვა­ლი კრი­ზი­სია და იგი შე­უძ­ლებელია გან­მე­ორ­დეს კვლავ. ცუ­დია ისე­თი სა­არ­ჩევ­ნო აუ­რა, რო­მე­ლიც უკე­თე­სის წვდო­მას არ მო­ი­წა­დი­ნებს.

ამ ყვე­ლა­ფერ­თან და, გან­სა­კუთ­რებით, ახალ­გაზ­რდობას­თან მი­მარ­თებით, ვინ და­ად­გენს აუ­ცი­ლებელ დო­ზას? ჯერ კი­დევ XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში იწყება თაობათა კონ­ფლიქ­ტის თე­ო­რი­ის ჩა­მო-ყალიბება ზიგ­მუნდ ფრო­ი­დის მი­ერ. მას ეკუთ­ვნის თე­ზი­სი სექ­სუ­ა­ლურ სა­ფუძ­ველ­ზე თაობათა მუდ­მი­ვი ბრძო­ლის შე­სახებ. ფრო­ი­დის ფსი­ქო­ა­ნა­ლიზ­მმა, რო­გორც ჩანს, ფარ­თო გავ­რცე­ლება ჰპო­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კის თე­ო­რი­ა­შიც. იგი სა­შუ­ა­ლებას იძ­ლე­ვა, ბიო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზით აიხსნას ახალ­გაზ­რდობის პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რობა. მაგ­რამ მხოლოდ ამ მი­ზე­ზით თაობათა კონ­ფლიქ­ტის ახსნა უნი­ვერ­სა­ლუ­რი ხასი­ა­თის რო­დია. ხში­რია შემთხვე­ვები, თუნ­დაც ან­ტი­კურ სამყარო­ში, რო­დე­საც მა­მა­თა და შვილ­თა თაობებს შო­რის და­პი­რის­პი­რება ორი­ვე (ბიო­ლო­გი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი) თვალ­საზ­რი­სი­თაა გან­პი­რობებული. ან­ტი­კუ­რობის გა­რე­შეც, მა­გა­ლი­თის­თვის გა­მოდ­გება, თუნ­დაც,  „მა­მა­თა“ და „შვილ­თა“ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის სცე­ნები XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ლუ­ის ფე­ი­ე­რის „ედიპ­თა ამბოხების“ თე­ო­რი­ის თა­ნახმად, ახალ­გაზ­რდობა ქვეც­ნობიე­რად ვერ იტანს უფ­როს თაობას. მაგ­რამ ამ კონ­ცეფ­ცი­ა­მაც ვერ ახსნა ბოლომ­დე თუ რა­ტო­მაა ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რაობის პრობლე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ზბიგ­ნევ ბზეჟინ­სკის „ის­ტო­რი­უ­ლი შე­უ­თავ­სებლობის“ თე­ო­რი­ის მიხედ­ვით, ახალ­გაზ­რდობის პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რობის უმ­თავ­რეს მი­ზე­ზად სა­ზო­გა­დოებაში ად­გი­ლის და­კარ­გვაა მიჩ­ნე­უ­ლი, - „პოს­ტინ­დუს­ტრი­ულ სა­ზო­გა­დოებაში“ ტექ­ნი­კი­სად­მი სი­ძულ­ვი­ლით განწყობილი ახალ­გაზ­რდობა ზედ­მე­ტია.

ყვე­ლა ამ თე­ო­რი­ას სა­ფუძ­ვლად უდევს ფრო­ი­დის ცნობიე­რი­სა და ქვეც­ნობიე­რი თა­ნა­ფარ­დობის პრობლე­მა. გარ­და ამი­სა, ახალ­გაზ­რდობის პო­ლი­ტი­კუ­რი ფუნ­ქცი­ის შე­სახებ თე­ო­რი­უ­ლი შე­ფა­სებები აქვთ ისეთ ანა­ლი­ტი­კო­სებს, რო­გორ­ნიც არი­ან: ჟან პოლ სარ­ტრი, ჩარლზ რა­იტ მილ­ზი, რე­ი­მონ არო­ნი, ჰერბერტ მარ­კუ­ზე და სხვა­ნი.

ყოვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლის მიუხედა­ვად, ახალ­გაზ­რდობის პრობლე­მა, მა­ინც, მა­რა­დი­უ­ლი და ღი­რებულებათა გა­და­ფა­სების პრო­ცე­სის თანმხვედ­რია: ბზეჟინ­სკი­სე­ულ „ზედ­მეტ“ ახალ­გაზ­რდობას ჩა­ე­ნაც­ვლა თა­ნამ­დებობრი­ვად აღ­ზე­ვებული „თი­ნეიჯერობა“, ხოლო ან­ტი­ტექ­ნი­ციზ­მით შეპყრობილ ყმაწ­ვილ­კა­ცობას - მე­ტის­მე­ტად კიბერ­ნე­ტი­ზებული თაობა.

არ­ჩევ­ნებისა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე კვლავ ვაწყდებით ფრო­იდს, რომ­ლის მიხედ­ვი­თაც,   მოთხოვ­ნი­ლებათა    დაკ­მაყოფი­ლების   შე­ფერხებისას   ახალ­გაზ­რდა ავ­ლენს შფოთ­ვას, აგ­რე­სი­ას და მი­სი გან­ტვირ­თვის მიზ­ნით, ქვეც­ნობიე­რად, ხში­რად მი­მარ­თავს სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ შემ­ცვლე­ლებს. სა­ამ­დღე­ოდ, „შემ­ცვლე­ლის“ როლ­ში გვევ­ლი­ნება არ­ჩევ­ნების სა­შუ­ა­ლებით ხელი­სუფ­ლების კვლავ შე­ნარ­ჩუ­ნებისა­კენ ახალ­გაზ­რდობის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის და­უ­ო­კებელი სწრაფ­ვა.

აქ უნ­და შევ­ნიშ­ნო, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მები სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდობას არ ეხება. აქ­ცენ­ტი მახვილ­დება მხოლოდ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის შთა­გო­ნების გავ­ლე­ნა­ში მოქ­ცე­უ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლების ნებით წარ­მარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რდობის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ირა­ცი­ო­ნა­ლურ საწყის­ზე. სათ­ქმე­ლის უკე­თე­სად გა­მოხატ­ვის მიზ­ნით კი შე­იძ­ლება ერთ-ერ­თი აღ­მო­სავ­ლე­ლი სწავ­ლუ­ლის მო­საზ­რების ცი­ტი­რებაც: „ხელი­სუფ­ლების სათ­ნოება - ესაა ქა­რის ქრო­ლა, ხოლო სათ­ნოება ხალხისა - ბალახი. რო­ცა ქა­რი ჰქრის, ბალახი უნ­და მოიხაროს.“

თაობათა კონ­ფლიქ­ტის სა­კითხთან მი­მარ­თებით, დღეს, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გაცხოვე­ლების მო­მენ­ტში, უსიტყვო მორ­ჩი­ლების აქ მო­ტა­ნი­ლი იდე­ის პა­რაფ­რა­ზი­რება „ელი­ტუ­რი“ ახალ­გაზ­რდობისათ­ვის, ალბათ, ასეა სა­სურ­ვე­ლი: ძა­ლა­უფ­ლების ნებით წარ­მარ­თუ­ლი „თი­ნეიჯერის“ სათ­ნოება - ესაა ქა­რის ქრო­ლა, ხოლო სათ­ნოება მა­მა­თა თაობისა - ბალახი. რო­ცა ქა­რი ჰქრის, ბალახი უნ­და მოიხაროს.

ამ­გვა­რად, სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ობიექ­ტუ­რად „მოძ­რაობდა“ რო­გორც „მა­მა­თა“, ისე „შვი­ლების“ მი­მარ­თუ­ლებით. მიუხედა­ვად ამი­სა, სა­არ­ჩევ­ნო ბატა­ლიების ვი­თა­რებაში სა­ჭი­რო გახდა რა­ღაც მე­სა­მე წერ­ტი­ლი­და­ნაც მდგო­მა­რეობის გა­და­ფა­სება, რა­თა ბრმად არ გაგ­რძე­ლებულიყო გზა...

 

ნუგ­ზარ გუ­ლორ­და­ვა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია