დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შალვას იმერლების იმედი აქვს
2012/09/06 12:06:37

საპარლამე­ნტო არჩევ­ნე­ბ­ზე „ლე­იბო­რისტულმა პარტიამ“ ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატად ადგილობრივი საქალაქო ორგანიზაციის თავჯდ­ომარე სამსონ გუგავა დაასახელა. მაჟორიტარი კანდიდატი პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპერის თე­ატრში შეკ­რე­ბილ საზოგადოე­ბას წარუდგინა.

„დარწმუნე­ბული ვარ, რომ სწორედ ჩემი ქუთაისი და ჩემი იმე­რეთი დაადე­ბს პოლიტიკურ საფლ­ავზე დღევ­ანდელ რეჟიმს პირველ დიდ ქვას, ხოლო, თუ ჩვენ მოვალთ ხელ­ისუფ­ლე­ბაში, ეს რეჟიმი, გარდა წასვლისა, კაბი­ნე­ტ­ე­ბიდან აუცილე­ბლად გადავა თავისივე აშე­ნე­ბულ გლდანის ციხეში. დარწმუნე­ბული ვარ, ჩვენი იმე­რეთი და ქუთაისი ამაში მხარს დაგვიჭე­რენ.“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ლე­იბო­რისტ­ე­ბი მთავარ კონკურე­ნტად „ქვეყნის სიმდიდრის მიმთვისე­ბ­ელ მტა­ცე­ბ­ელ ხროვას“ მიიჩნე­ვენ, რომლე­ბიც, მათივე თქმით, „დღეს შეი­ძლე­ბა ცალკე ჯგ­უფ­ე­ბად არიან დაყოფილი, მაგრამ არ იცვლე­ბა მათი მგლური ბუ­ნე­ბა“.
ოპერის თე­ატრში პარტიის ლიდერმა სამოქმედო გეგმაც წარადგინა, რომელშიც მთავარი პრიორი­ტ­ე­ტი სოფლის მეუ­რნე­ობას, დასაქმე­ბას და განათლე­ბას ეთ­მობა. 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1420
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია