დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თეთრები“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ
2012/09/04 18:09:12

პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. „თეთრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა კი საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებში -  როგორც პოლიტიკურმა ძალამ, როგორც პოლიტიკურმა  პარტიამ  არ მივიღოთ მონაწილეობა... მე დღეს ვთვლი, რომ რეალურ ოპოზიციაში დაპირისპირების დრო არ არის. გამოჩნდა კაცი, რომელმაც თქვა, რომ მაცადეთ მე ამ ხელისუფლებას დავასრულებ. ხელები უნდა ავწიოთ ყველამ ვისაც საქართველო გვიყვარს. პიროვნებას, რომელიც ამბობს, რომ მე დავასრულებ ამ ხელისუფლებას, უნდა მიცე საშუალება თავისუფლად იმოქმედოს, ოღონდ რასაც ამბობს იგი გადაწყვიტოს“ - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა. ამავე დროს იქვე დააზუსტა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე მხოლოდ „თეთრები“ ამბობენ უარს, და არა მათი პოლიტიკური პარტნიორები - თავისუფალი საქართველო და ტრადიციონალისტები.

როგორც „თეთრებმა“ განაცხადეს, ისინი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არც მაჟორიტარული სიით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. როგორც იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, მან მიიღო გადაწყვეტილება არც ქუთაისის მაჟორიტარად დააყენოს თავისი კანდიდატურა და მხარდაჭერა გუბაზ სანიკიძეს გამოუცხადა, რომელიც ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატია.

„მე მხარს ვუჭერ ბატონ გუბაზ სანიკიძეს, ძალიან ღირსეული პიროვნებაა.  ჩვენ უნდა დაგვემარცხებინა ერთმანეთი და ეს უნდა გაგვეკეთებინა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ... მე ეს გადაწყვეტილება მივიღე  იმიტომ, რომ მე მიყვარს ქუთაისი,  გუბაზ სანიკიძეს უყვარს  ქუთაისი,  მიხეილ სააკაშვილს  სჭირდება ქუთაისი.  დიდი განსხვავებაა ამათ შორის.  ამიტომ ჩვენ ვისაც გვიყვარს ქუთაისი დავმარცხდებოდით, და ვისაც სჭირდება ქუთაისი, იგი გაიმარჯვებდა. დღეს რეალურად ეს სიტუაციია ძალიან ბევრგან, რომ ვისაც უყვარს ესა თუ ის ქალაქი, ისინი მარცხდებიან“ - ამბობს ბატონი შაშიაშვილი. მისი აზრით, აუცილებელია და სასურველია რეალურმა პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ძლებმა მაჟორიტარებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიონ და ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.

როგორც ბატონი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, დღეს ქვეყანას ყავს ავანტიურისტი ხელისუფლება და ყველაზე მთავარი მიზანი ამ ხელისუფლების მოშორება უნდა იყოს ქვეყნის ხელმძღვანელობიდან.

„თეთრებს“  მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი ამოცანა არის  დასრულდეს მოქკავშირ-აღორძინება-ნაცმოძრაობის პოლიტიკური მმართველობა ქვეყანაში. 1992 წლიდან საქართველოში არ შეცვლილა პოლიტიკური ხელისუფლება, 20 წელია საქართველოში არის ის ხალხი, ნახეთ სიებში - ბიზნესმენებით დაწყებული დამთავრებული პოლიტიკოსებით, ვინც ყავს დღეს ხელისუფლებას - ბარამიძე იქნება, მაჭავარიანი იქნება, გოგორიშვილი იქნება თუ თვითონ სააკაშვილი... ხელისუფლება ატყუილებს ხალხს ახალი ხალხი მოვიყვანეო, მე არ ვიცი რას ნიშნავს ახალი ხალხი. პოლიტიკაში ახალი ადამიანი არ არსებობს, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სვამ სიაში, მას საზოგადოება უნდა იცნობდეს. იგი ახალი უნდა იყოს პარლამენტისათვის და პოლიტიკური სიისათვის, თორემ როგორ შეიძლება 20-21 წლის პიროვნება შემოვიყვანე და ამით დამაფასეო რომ ლაპარაკობდეს ესეც ავანტიურაა“ - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

 „თეთრების“ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს პარტნიორმა პოლიტიკურმა ძალებმა - თავისუფალმა საქართველომ და ტრადიციონალისტებმა, რომლებთან ერთადაც „თეთრებმა“ ცოტა ხნის წინ საარჩევნო ბლოკი შექმნეს და რომლებიც მონაწილეობენ საპარლამენტო არჩევნებში.  როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, თემურ შაშიაშვილის და „თეთრების“ ეს გადაწყვეტილება დიდსულოვანი გადაწყვეტილება იყო.

„დღეს ჩვენ ვუყურებთ რა ვითარებაა ქვეყანაში და არანაირი გარანტირებული გამარჯვება არ არსებობს. ეს არის ბრძოლით მოსაპოვებელი. ამიტომაც ჩვენ ვთვლიდით რომ ერთიანობის ყველა ფორმა იყო პრიორიტეტული... ჩვენ მიგვაჩნია რომ დარჩენილ ერთ თვეში შესაძლებელი არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. პირველ რიგში, ეს შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს“ - განაცხადა კახა კუკავამ. მისივე თქმით, ნამდვილი ბრძოლა იწყება პირველი ოქტომბრის შემდგომ, როცა ძალიან ადვილი კრიტერიუმით ორ ბანაკად გაიყოფა ოპოზიცია:  პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიულოცავენ სააკაშვილს არჩევნების გაყალბებას და პოლიტიკური ძალები რომლებიც არ მიულოცავენ სააკაშვილს არჩევნების გაყალბებას და იბრძოლებენ ბოლომდე ხელისუფლების შეცვლისათვის.

„თეთრები“  აცხადებენ, რომ ისინი არსად არ მიდიან  და არცევნების დროს   თავისი პოლიტიკური პარტნიორების გვერდით იქნებიან და გააკეთებენ ყველაფერს, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს არჩევნების გაყალბების საშუალება.

„ჩვენ კი არ ვჩერდებით, არამედ ჩვენ ვაჩვენებთ ამ ხელისუფლების სახეს.  პენსია არ რიგდებოდა და შუქი არ იყო იმიტომ,  რომ ეს აწყობდა მოქალაქეთა კავშირს, რათა დაემშიათ და დაეუძლურებინათ ხალხი და ადვილად ემართათ...  2003 წელში ამ ხელისუფლებამ თქვა, რომ (ყოველთვის არჩევნების წინ ლაპარაკობს ამას) ახლა უნდა დავძლიოთ ქვეყანაში სიღატაკე.  როგორც  არის სიღატაკე დაძლეული იმითაც ჩანს, რა ლოზუნგიც გამოიტანეს - მეტი სარგებელი ხალხს. აქამდე სარგებელი მისცეს საკუთარ თავს. ეს ავანტიურიზმი უნდა დამთავრდეს“ -  აცხადებს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1426
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია