დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აკაკი ბობოხიძე კვლავაც ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია
2012/08/23 00:53:39

 

“ცხოვრება მარტო არჩევნებისგან არ შედგება” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ გორდში, სადაც მან ხონში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აკაკი ბიბოხიძე დაასახელა. აკაკი ბობოხიძის ცხოვრება კი, დაახლოებით ოცი წელია, არჩევნებისგან შედგება. იგი საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრია. ბობოხიძე ხონის მაჟორიტარი ორჯერ იყო, ხოლო, წინა, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ.

ბობოხიძის კვლავაც ხონის მაჟორიტარად წარდგენა, ცოტა მოულოდნელიც იყო, რადგან იგი აქამდე წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სახელდებოდა.  მრავალწლიანი პარლამენტარობის მიუხედავად, წარმოშობით ხონელ აკაკი ბობოხიძეს, რაიმე განსაკუთრებული პროექტი მშობლიური რაიონის აღორძინების საქმეში არ განუხორციელებია. სამაგიეროდ, ამჟამად გამოუჩნდა კვლავაც ხონში კენჭისყრის საბაბი - საქართველოს პრეზიდენტმა მას მიაწერა  იდეა გორდში, ოკაცეს კანიონის გარშემო ინფრასტრუქტურის განვითრების თაობაზე, რომლის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, ქვეყნის პირველმა პირმა, სიმბოლურად, კაფსულაც ჩადო.

ოკაცეს კანიონი ევროპაში ყველაზე მაღალი და რთულად მისასვლელი ადგილია, სადაც დაგეგმილია კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკისა და გადასახედი პლატფორმის მოწყობა. გორდის პროექტის განსახორციელებლად 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ჩემი ამბიციაა, რომ გორდი რუკაზე დავაბრუნოთ. ბევრმა ამ ადგილის შესახებ არაფერი იცის, თუმცა, მალე ყველა გაიგებს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

გორდის რუკაზე დაბრუნების კვალდაკვალ, გამარჯვების შემთხვევაში, ხონს ძველი მაჟორიტარი დეპუტატიც დაუბრუნდება, რომლის საარჩევნო პროგრამასაც ხონში ტურისტული ბიზნესის განვითარება განსაზღვრავს. „ გორდი უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტურისტული ობიექტი“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია