დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბრძოლა ქვეყნის გულისათვის - ასე უწოდებს ოქტომბრის არჩევნებს BBC
2012/08/11 11:50:08

 

საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს BBC -ც გამოეხმაურა. დემიან მაკგინესმა პოზიცია სტატიის სათაურშივე გამოხატა და ოქტომბრის არჩევნებს - ბრძოლა ქვეყნის გულისათვის უწოდა. "საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება. მიიჩნევენ, რომ ეს არჩევნები 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყნის დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი გამოცდა იქნება. გასული წლის ბოლომდე ისე ჩანდა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველი პარტია არჩევნებს ადვილად მოიგებდა, მაგრამ ახლა საქართველოს პოლიტიკაში  არაპროგნოზირებადი სიტუაცია დაბრუნდა - ქვეყნის ყველაზე  მდიდარმა კაცმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მმართველ პარტიას ხელისუფლებიდან გააძევებს. და ბრძოლამ საზარელი სახე მიიღო", - წერს BBC.

BBC თქმით, დასავლელი დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ არჩევნები შედარებით მშვიდობიანად ჩაივლის, მაგრამ სასწორზე ძალიან ბევრია დადებული. პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველი პარტია დამოუკიდებელი წყაროებით დაფინანსებული და პატივსაცემი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ყველა გამოკითხვაში ლიდერობს, თუმცა ივანიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ამ მონაცემებს არ ეთანხმება და უარი თქვა იმ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რომელიც არჩევნების შედეგების მშვიდობიანი აღიარების პირობას წარმოადგენს. რაც  აჩენს  შიშს, რომ ოპოზიცია, შედეგებს, ალბათ, არ მიიღებს, და ქვეყანა არეულობამდე მივა. მაგრამ ეს არჩევნები ასევე უდიდესი გამოწვევაა პრეზიდენტ სააკაშვილის  პარტიისათვის. დასავლეთში არჩევნები აღიქმება როგორც ლაკმუსის ტესტი, რომელმაც უნდა გვაჩვენოს,რამდენად შორს წავიდა  საქართველო ნატოსა და ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ- წერს BBC.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია