დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბანოჯელ­მა ბესიკ ზვი­ა­და­ძემ სა­კუ­თარ ეზო­ში კარ­სტუ­ლი მღვი­მე იპო­ვა
2012/07/23 13:09:22

რამ­დე­ნი­მე თვის წინ წყალ­ტუბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბანოჯაში მცხოვ­რებმა, 19 წლის ბესიკ ზვი­ა­და­ძემ სა­კუ­თარ ეზო­ში კარ­სტუ­ლი მღვი­მე იპო­ვა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტები ვა­რა­უ­დობენ, მღვი­მე სა­მი კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძი­საა და უნი­კა­ლუ­რი სტა­ლაგ­მი­ტებით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

 

ამ დღეებში ბესიკ ზვი­ა­და­ძეს შინ ვეს­ტუმ­რეთ და მის ეზო­ში ვი­საუბრეთ მღვი­მე­ზე, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლებელია, უახლო­ეს მო­მა­ვალ­ში ექ­სტრე­მის მოყვა­რუ­ლი ტუ­რის­ტების­თვის მიმ­ზიდ­ველ სა­ნახაობად იქ­ცეს.

ბესიკ ზვი­ა­და­ძე, მღვი­მის აღ­მომ­ჩე­ნი ახალ­გაზ­რდა: „ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, ჩემს ეზო­ში მღვი­მეს თუ აღ­მო­ვა­ჩენ­დი. ამ ად­გი­ლას წყარო იყო, არა­ვის აზ­რა­დაც არ მოს­ვლია, თუ რა იმა­ლებოდა ქვაბულ­ში. იქ წყლის და­სა­ლე­ვად ჩე­მი ოჯახის წევ­რები და მე­ზობლები ხში­რად მი­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ მის სიღ­რმე­ში შეს­ვლას ვე­რა­ვინ ბედავ­და. ერთხელ  გა­დავწყვი­ტე,  შევ­სუ­ლიყავი მღვი­მე­ში. მე­ზობლის ბავ­შვები შე­სას­ვლელ­თან დავ­ტო­ვე, მე კი ფა­ნა­რი წა­ვი­ღე და სიღ­რმის­კენ და­ვეშ­ვი. თა­ვი­დან­ ქვაბულ­ში ხოხვით შე­ვე­დი, მე­რე ჩვე­უ­ლებრი­ვად, ფეხით გა­ვაგ­რძე­ლე გზა. ზოგ ად­გი­ლას მღვი­მის სი­მაღ­ლე 10 და 15 მეტ­რია. მღვი­მე­ში გი­წევს დიდ ქვებზე სი­ა­რუ­ლი და წყალ­ში ცურ­ვაც. ანუ, შიგ­ნით ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რობებია. მღვი­მე, დაახლოებით, 3 კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძი­საა (აქამ­დე ვართ ნამყოფი), შიგ­ნით მრა­ვა­ლი სახეობის ბრწყინ­ვა­ლე სტა­ლაგ­მი­ტებია. გარ­და ამი­სა, ყვა­ვი­ლები და პა­ტა­რა, გამ­ჭვირ­ვა­ლე თევ­ზები აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ზო­გი­ერ­თი სტა­ლაგ­მი­ტი ორი მეტ­რის სიგ­რძი­საა. მღვი­მე­ში ისე­თი სი­ლა­მა­ზე­ა, გე­გო­ნებათ, იქა­უ­რობა და­თოვ­ლი­ლი­აო.

ჩე­მი ნა­თე­სა­ვის მე­ზობელი ტე­ლე­კომ­პა­ნია „მა­ეს­ტროს“ ჟურ­ნა­ლის­ტია. მან ჩე­მი აღ­მო­ჩე­ნი­ლი მღვი­მის შე­სახებ ჟურ­ნა­ლისტს უამბო. სა­მი კვი­რის წინ „მა­ეს­ტროს“ გა­დამ­ღები ჯგუ­ფი აქ იმყოფებოდა, მე­რე „პირ­ვე­ლი არხი“ მო­ვი­და, ხუთი დღის წინ კი ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ გა­და­ცე­მი­სათ­ვის „სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­პორ­ტაჟის“ სიუჟეტი მო­ამ­ზა­დეს. ასე რომ, ინ­ფორ­მა­ცია მა­ლე გავ­რცელ­და. ჯერჯერობით, ხელი­სუფ­ლების მხრი­დან არა­ნა­ი­რი გა­მოხმა­უ­რება ყოფი­ლა. იმე­დი­ა, ახალი აღ­მო­ჩე­ნით ხელი­სუფ­ლება და­ინ­ტე­რეს­დება და მღვი­მეს მიხედა­ვენ. გა­სულ კვი­რას ქუ­თა­ი­სი­დან პრო­ფე­სო­რი ირაკ­ლი ჯულაყიძე იყო მო­სუ­ლი. მი­სი თქმით, აქ წყლის მი­ერ გა­მო­რეცხილი მღვი­მეა. მსგავ­სი სტა­ლაგ­მი­ტები „პრო­მე­თეს“  მღვი­მე­შიც  არის,  მაგ­რამ ეს ნამ­დვი­ლად სჯობს. ხოლო სა­თაფ­ლი­ის მღვი­მე­ში კი მსგავ­სი სი­ლა­მა­ზე არ არის. ეს მღვი­მე არის ექ­სტრე­მის მოყვა­რუ­ლების­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­ნახაობაო. ის დაგ­ვპირ­და, თბილი­სი­დან სპე­ცი­ა­ლის­ტებს ჩა­მო­ვიყვანთ და მღვი­მეს შე­ვის­წავ­ლი­თო. ვნახოთ, რა იქ­ნება. თუ აქა­უ­რობა გა­ა­კე­თეს, ჩვენს კუთხეში ტუ­რის­ტების რა­ო­დე­ნობა გა­იზ­რდება. ძა­ლი­ან მიხარი­ა, რომ ახალი მღვი­მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე. აქ სა­თაფ­ლი­ის მღვი­მის დი­რექ­ტო­რიც იყო მო­სუ­ლი. მან მითხრა, ტრე­ნინ­გებს გა­ივ­ლი და გი­დის თა­ნამ­დებობაზე გა­გამ­წე­სებთო. ხელი­სუფ­ლების ძა­ლი­ან დი­დი იმე­დი მაქვს. კარ­გი იქ­ნება, თუ მიხედა­ვენ ჩემს მი­ერ აღ­მო­ჩე­ნილ მღვი­მეს.“

მურ­მან ზვი­ა­და­ძე, ბესიკ ზვი­ა­და­ძის მა­მა: „ამ და­სახლებას ქვაბული ჰქვი­ა, აქ ხუთი სა­უ­კუ­ნის წინ და­სახლდნენ ჩე­მი წი­ნაპ­რები. ამ გა­მოქ­ვაბულით არც მე და არც მა­მა­ჩე­მის თაობა არა­სო­დეს და­ინ­ტე­რე­სებულა. უბრა­ლოდ, წყლის და­სა­ლე­ვად თუ ჩა­ვი­დო­დით ხოლ­მე, ქვაბულს ყურად­ღებასაც კი არა­ვინ აქ­ცევ­და. აგერ, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჩემ­მა შვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და დი­დი იმე­დი მაქვს, რომ აქა­უ­რობას ხელი­სუფ­ლება მიხედავს.

მინ­და გითხრათ, რომ ჩე­მი ოჯახი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია. ჩე­მი ერ­თი შვი­ლი ბელო­რუ­სი­ა­ში წა­ვი­და, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი ირ­ჩი­ნოს. ჩვენ კი დე­და­ჩე­მის პენ­სი­ით ვირ­ჩენთ თავს. 51 წლის კა­ცი ვარ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მძღო­ლი და სამ­სახური ვერ ვი­შო­ვე. სა­დაც მი­ვე­დი, ყველ­გან და­მი­წუ­ნეს, ყველ­გან ახალ­გაზ­რდებს ეძებენ. სახლი ავა­რი­ულ მდგო­მა­რეობაში მაქვს, მე­ში­ნია, თავ­ზე არ ჩა­მო­მენ­გრეს. შვი­ლო, იმას ვიტყოდი, რომ იქ­ნებ ხელი­სუფ­ლებამ მიხედოს ჯერ მღვი­მეს და მე­რე - ჩვენ.“

 

მღვი­მი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი ვი­დე­ოებისა და ფო­ტო­სუ­რა­თების მიხედ­ვით, ახლადაღ­მო­ჩე­ნი­ლი კარ­სტი მარ­თლაც ფან­ტას­ტი­კუ­რი სი­ლა­მა­ზი­საა. ახლა ჯერი ხელი­სუფ­ლებაზეა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია