დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამმა არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ვებ-პორტალის პრეზენტაცია გამართა
2012/07/19 14:40:44

 19 ივლისს სამმა არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ერთობლივი  საარჩევნო ვებ-პორტალის პრეზენტაცია გამართა.

პორტალის ვებ-მისამართია www.electionsportal.ge და მისი მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაინტერესებული  მხარეებისათვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების აღრიცხვა.

დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები დაიტანება საქართველოს რუკაზე, რათა პორტალის მომხმარებელს ვიზუალურად უფრო გაუადვილდეს საერთო სურათის წარმოდგენა. მოქალაქეებს, ასევე, საშუალება ექნებათ გაეცნონ თითოეული დარღვევის მოკლე აღწერას.

არჩევნების პორტალი ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას მისცემს ელექტრონულად განათავსოს ინფორმაცია საარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევებისა და ინცინდენტების შესახებ. ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეავსოს სპეცილური ფორმა, რის შემდეგაც მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აისახება ვებ-გვერდზე და დაიტანება რუკაზე. პორტალთან ერთად ამუშავდა უფასო SMS ნომერი – 2500, რომელზეც ინფორმაციის გაგზავნა შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი მობილური ქსელიდან.“ ინფორმაცია, რომელიც მიწოდებული იქნება მოქალაქეების მიერ, გაიფილტრება, რათა არ მოხდეს პოლიტიკური აგიტაციის ან შეურაცხმყოფელი  შინაარსის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება. ასევე, მოქალაქეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ და შემდგომ გაკეთდება შესაბამისი კომენტარები, რათა ვებ-პორტალის მომხმარებელმა იცოდეს, არის თუ არა ინფორმაცია ამა თუ იმ კონკრეტულ ინცინდენტზე  გადამოწმებული და დადასტურებული.

არჩევნების პორტალის ადმინისტრირებას ახდენს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.“  როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, ჯერჯერობით, ეს არის სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი პორტალი, თუმცა აღნიშნული პროექტი ღიაა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია