დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
Facebook-ში მეგობართან „ჩათაობას“ ძალოვანი სტრუქტურები გაგიკონტროლებენ
2012/07/17 14:21:11

სოციალური ქსელ Facebook-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რომელიც სულ ახლახან გავრცელდა ინტერნეტში, Facebook-ი სპეციალური  სისტემის  გამოყენებით მომხმარებელთა მიმოწერის ჩაწერას მოახდენს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად პოლიციისთვის საეჭვო საუბრების დაუყოვნებლივ შეტყობინებას ასახელებენ. სპეციალური სისტემა, რომელიც ძალაში სულ  მალე შევა, „ჩათში“ მიმდინარე საუბრებს წინასწარ დაპროგრამებული ფრაზების მიხედვით გაცხრილავს. როგორც კი სისტემა მიმოწერას სააეჭვოდ მიიჩნევს, შეტყობინება ქსელის უსაფრთხოების სამსახურს გადაეგზავნება.

სიახლესთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი რეაქციები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ძირითად დროს Facebook-თან ატარებენ.

„ნამდვილად არ მომეწონებ, ჩემ მიმოწერას ვიღაც კითხულობდეს და აკონტროლებდეს. რა მნიშვნელობა აქვს, რა თემაზე ვსაუბრობ?“ - ამბობს სტუდენტი ლაშა დონაძე.

„კაცის მოკვლის გეგმებს მე არ ვაწყობ Facebook-ში და მეგობარს თუ მოვიკითხავ, ვისაც უნდა, იმან ნახოს,“ - აღნიშნავს ხატია  ფხაკაძე.

როდის „დასკანერდება“ სოციალური ქსელის  მიმოწერა, თარიღი უცნობია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1501
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია