დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„თქვენ არღვევთ... პოლიტიკოსებო!“
2012/07/13 17:05:53

„პოლიტიკოსებო! მიეცით ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება!“ „თავისუფალი მედია - შეზღუდვების გარეშე!“ - ასეთი მოწოდებით გამოვიდნენ 13 ივლისს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წინ ჟურნალისტები. აქციაზე 30-მდე ქუთაისელმა ჟურნალისტმა დაგმო ის ფაქტი, რომ მერიის შენობაში ჟურნალისტებს არ უშვებენ.

„კანონის უხეში დარღვევაა, როცა საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტებს არ დაუშვებ და გასამართლებელ საბუთად იმას დაასახელებ, სხდომათა დარბაზში ადგილი არააო. ასევე საგრძნობლადაა გაუარესებული, ზოგადად, მერიის აპარატისა და ჟურნალისტების ურთიერთობა. ჩვენთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია მსგავს პირობებში მუშაობა.“ - ამბობს გაზეთ „PS“-ის ჟურნალისტი ნინო ჩიტიაშვილი.

„ვითხოვთ, მედიასაშუალებებს მოგვეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის უფლება! მერია უკვე დიდი ხანია „მუშაობს“ ადგილობრივი მედიის კონტროლზე და მათ  დიფერენციაციაზე, რაც გაუმართლებელია. თუკი მერია შეეზღუდვებს დააწესებს, ეს უნდა იყოს განმარტებული და ამის შესახებ ჟურნალისტებმა წინასწარ უნდა ვიცოდეთ.“ - აცხადებს „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტი თეკლა მორგოშია.

ჟურნალისტებთან ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  წარმომადგენლებიც.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საკრებულოს სხდომები საჯაროა და ჟურნალისტებს არ უნდა ექმნებოდათ პრობლემა დასწრებისა და ინფორმაციის გამოტანა-გავრცელების კუთხით. იურისტები ჟურნალისტებთან ერთად საკითხის სამართლებრივ შესწავლასა და სათანადო რეაგირებას  აუცილებლად ვგეგმავთ.“ - აცხადებს საია-ს იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე.

აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვას მუყაოს ქაღალდზე დაწერილი ის  დევიზები  და მოთხოვნები გადასცეს, რომლითაც აქციას წარმართავდნენ. დაცვის წევრები გააფრთხილეს, რომ მუყაოს ქაღალდზე დაწერილი მოთხოვნები იმათთვის გადაეცათ, ვინც ჟურნალისტებს შენობაში შესვლისათვის ხელოვნური ბარიერები შეუქმნა.

ჟურნალისტების მიერ წამოყენებულ ბრალდებებზე კომენტარს არ   აკეთებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე. სატელეფონო საუბრისას მან აღნიშნა, რომ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს მერიაში შესასვლელად არანაირი ბარიერები არ ექმნებათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1275
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია