დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კოტე კუბლაშვილს კანონი ზღუდავს...
2012/07/05 13:10:30

მედია და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მედიის თავისუფლება, მსაჯულთა სასამართლოს მიუკერძოებლობა, მართლმსაჯულების ინტერესების დაბალანსება, შეზღუდვები სასამართლოს, სამართალდამცავი სტრუქტურების პროკურორებისა და ადვოკატების მხრიდან - ამ საკითხებზე 5-6 ივლისს ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“ იმართება ტრენინგი, რომელსაც დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტებთან ერთად, საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები, პროკურორები, ადვოკატები და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებიან.

„კონკრეტულ მოსამართლეს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, დაუშვას თუ არა სასამართლო პროცესიდან აუდიო ან ვიდეო ვერსიის გატანა. ეს მათი კანონიერი უფლებაა. დაგეთანხმებით, ძალიან იშვიათად ყოფილა შემთხვევა, როცა მოსამართლეს ამის უფლება მიუცია, თუმცა, მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვერ დავავალდებულებ მოსამართლეებს, რომ კონკრეტულ ჟურნალისტს მისცენ უფლება კონკრეტული სასამართლოს გაშუქებისა, ამის უფლებას კანონი არ მაძლევს,“ - აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი.

ტრენინგს ორმოცამდე ჟურნალისტი ესწრება და ის ორ დღეს გასატანს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1524
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია