დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ერთიანი ეროვნული გამოცდები - მღელვარება და მოლოდინი
2012/07/02 12:34:29

28 ივნისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საქართველოს მაშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.

 

საგამოცდო ციებ-ცხელებაა ქუთაისშიც, როგორც ადრე, არც წელს იშურებენ ძალისხმევას აბიტურიენტები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, ზოგ ნერვიულობს, ზოგიც „უშიშრად“ შედის გამოცდაზე. მღელვარება მშობლებსა და გულშემატკივრებში მაშინ მატულობს როცა აბიტურიენტისთვის განკუთვნილი დრო იწურება და მომავალ სტუდენტებს საგამოცდო ცენტრის გამოსასვლელთან ელოდებიან. ვესაუბრეთ იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც გამოცდაზე შედიოდნენ და იმათაც, ვინც გამოვიდა.

სერგო დანგაძე: „საერთოდ არ ვნერვულობდი შესვლის წინ. იმედი მაქვს რომ ზღვარს გადავლახავ. იქ ვუყურებდი - ვინც ნერვიულობდა, ვერაფერს აკეთებდა, ნერვიულობას კარგი არაფერი მოაქვს.“

თამუნა ქარჩხაძე: „ძალიან ვნერვიულობდი, ხელები მიკანკალებდა, მაგრამ შიგნით შესვლისთანავე გაქრა ნერვიულობაც. საკუთარი თავის კმაყოფილი ვარ, ღმერთის იმედი მაქვს.“

ვახო ჭელიძე: „ცოტას ვნერვიულობ, თუმცა ჩემი თავის იმედი მაქვს, ბევრს ვმეცადინეობდი და ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.“

ანა ღაჭავა: „არ ვნერვიულობ, ვიცი, ნერვიულობა კარგს არაფერს მომიტანს, კარგი განწყობა მაქვს. როგორც დავით გურამიშვილი იტყოდა, „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების.“

აბეტურიენტებთან ერთად მათი მშობლებიც ღელავენ:

ქეთევან გიორგაძე: „ყველანაირად ვართ მომზადებულები გამოცდისთვის, მაგრამ ნერვიულობა ყოველთვის არსებობს ამ დროს. ორივე - მეც და ჩემი შვილიც - ძალიან ვნერვიულობთ, მაგრამ ყველაფერი კარგის იმედი გვაქვს.“

ნანა (გვარი არ გაგვიმხილა): „აქამდე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა ისე აღარ ვნერვიულობთ, იმის დიდი იმედი კი მართლაც მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.“

ნათია ქემოკლიძე: „რაშიც საჭირო იყო, ყველაფერში ვამზადებდი ჩემს შვილს. ნიჭიერია, მაგრამ დიდად არ იკლავდა თავს სწავლით, მითხრა, რომ კმაყოფილი გამოვიდა გამოცდიდან. ვნახოთ, რა იქნება, მომავალი წლიდან როგორც გავიგეთ ასეთი ტიპის გამოცდები აღარ იქნება, სკოლაშივე ჩაბარებული გამოცდებით მოხვდებიან უნივერსიტეტებშიო, ეს უფრო მისაღებია. ეროვნულ გამოცდებთან შედარებით ნაკლებს ინერვიულებენ ბავშვებიც, სამწუხაროდ, წელს არ მოესწრო.“

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 19 ივლისს დასრულდება.

საბოლოო შედეგები, ოქტომბრის ნაცვლად, გაცილებით ოპერატიულად - 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.

internet.ge აქვყენებს განათლების სამინისტროს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც

წელს, საგამოცდო ცენტრები 850-მდე ვიდეოთვალითა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ჰყავს. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდება. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი - 8+1 ამოქმედდება.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე  მასწავლებელი გაივლის, ხოლო სამაგისტრო გამოცდას დაახლოებით 7500  სტუდენტი ჩააბარებს.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:

2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს;

მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და, შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს  თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ;

წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები  დააწესეს;

10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ;

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1418
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია