დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ამერიკის მთავრობა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში არ უჭერს მხარს კონკრეტულ პირს“...
2012/06/28 17:13:49

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი განაცხადება გააკეთა წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით:


„მე არაერთხელ აღმინიშნავს და ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ღირს განმეორება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ უჭერს მხარს კონკრეტულ პირს და პარტიას მიმდინარე საარჩევნო პერიოდში. ის დახმარების პროგრამები, რომელსაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მიმართულია ამ ქვეყნის ხალხის ხელშესაწყობად, დემოკრატიული კულტურის გასაღრმავებლად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მისაცემად, რომ თვითონ უკეთ შეძლონ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი", –განაცხადა ჯონ ბასმა.

მან ზოგადი კომენტარი გააკეთა კონკრეტულ ინცინდენტაებთან დაკავშირებით. მათ შორის, გორის რაიონის სოფელ მერეთში ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას განვითარებულ მოვლენებსა და „გლობალტივის“ ანტენების დაყადაღებაზე და  აღნიშნა: „საქართველოში საკმაოდ დიდი ხანი ვიმყოფები იმისთვის, რომ დავინახო, რამდენად რთულია ფაქტებსა და შეხედულებებს შორის განსხვავების დანახვა. მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულ ინციდენტებს ეხება, ჩვენ გვაქვს საუბარი სხვადასხვა მხარეებთან, მათ შორის - ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ცალკეულ ინციდენტებთან პარალელის გავლების გარეშე ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია პროცესები საქართველოში წარიმართოს დემოკრატიულად, უზრუნველყოფილ იყოს კონკურენტული გარემო, სადაც ყველა კანდიდატი შეძლებს საკუთარი შეხედულებების მიტანას ქართველ ამომრჩევლამდე. ხედვებს შორის განსხვავებების მიუხედავად, ველით, რომ პროცესები ძალადობის და ძალის გამოყენების გარეშე წარიმართება".

ამავე დროს, ჯონ ბასის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტიკის ხარისხი და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იყოს მაღალი.
„მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ ინფორმაციის ფართო სპექტრი ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე იმ ვარიანტებთან დაკავშირებით, რასაც მოქალაქეებს სხვადასხვა კანდიდატები ამ გამოწვევების გადასაჭრელად სთავაზობენ,“ – აცხადებს ამერიკის ელჩი საქართველოში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1503
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია