დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მერე რა, რომ საარჩევნოდ აკეთებენ?...“
2012/06/27 12:55:23

„პასილოკის“ დასახლებაში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობისათვის რეგიონული განვითარების სამინისტრომ  600 000  ლარი  გამოყო. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი აღნიშნულ პროექტს ისტორიულს უწოდებს. მისი განცხადებით, კომუნისტების დროსაც კი აღნიშნულ უბანს სანიაღვრე სისტემა მოწესრიგებული არ ჰქონდა.

„რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იმისათვის, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მოვაწყოთ სანიაღვრე სისტემა. ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა, რადგან მსგავსი რამ ამ დასახლებას არ ახსოვს. ტენდერი სულ მალე გამოცხადდება და, სავარაუდოდ, სამუშაოები ივლისის ბოლოდან დაიწყება,“ - აცხადებს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

პროექტით კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობაც, მათი განცხადებით, თაბუკაშვილის ქუჩა წვიმის დროს მთლიანად იტბორებოდა და წყალი ეზოებშიც შედიოდა.

„მოხარული ვიქნებით, რასაც დაგვპირდნენ, თუ გააკეთებენ. ამ პროექტით ჩვენი ქუჩის დატბორვა საბოლოოდ დასრულდება,“ - აღნიშნა თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებმა ნელი  ნაზღაიძემ.

„რასაც კარგს გააკეთებენ, ყველაფერს მივესალმებით, მერე რა, რომ ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება? გააკეთონ და რას ვჩივარ,“ - ამბობს დათო  კოხრეიძე.

თაბუკაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემების მოწყობა ივლისის ბოლოს დაიწყება და  ხუთ თვეში დასრულდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია