დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სააკაშვილმა გაბაშვილი ცემა?
2012/06/26 14:40:35

მედია ავრცელებს მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის გოკა გაბაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების ამბავს. from.ge-ს ინფორმაციით, სააკაშვილი გაბაშვილს ხელითაც შეეხო.  ამ თემაზე პარლამენტის კულუარებში აქტიურად საუბრობენ, თუმცა ოფიციალურად კომენტარს არავინ აკეთებს.

„სააკაშვილსა და გაბაშვილს შორის შელაპარაკება რამდენიმე დღის წინ მოხდა, კამათის მიზეზი არ კონკრეტდება, თუმცა ამბობენ, რომ სააკაშვილსა და გაბაშვილს შორის საკმაოდ ხმაურიანი საუბარი შედგა. მას შემდეგ, რაც გაბაშვილი პრეზიდენტის პოზიციას არ დასთანხმდა, სააკაშვილმა ერთი-ორი გვარიანი „ალიყური“ აგემა.“– წერს from.ge

სწორედ ამ კამათს უკავშირებს ზოგიერთი გოკა გაბაშვილის ბოლოდროინდელ სიჩუმეს. 
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილისგან მისი თანაგუნდელის ცემის ფაქტზე ინფორმაცია გავრცელდა, ბოლო ასეთი ინფორმაცია პალიკო კუბლაშვილს ეხებოდა, მანამდე კი სააკაშვილს გეგა მგალობლიშვილის ცემის ფაქტსაც "აბრალებდნენ" მგალობლიშვილის პრემიერ მინისტრობის დროს (გეგა მგალობლიშვილი ამჟამად ელჩია ნატოში).

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1436
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია