დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მოქალაქე ჟურნალისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის
2012/06/25 13:10:13

16 ივნისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა შეხვედრა გამართა ქუთაისის მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა იყო „მოქალაქე ჟურნალისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“.

 

 

ჟურნალისტებთან საუბრისას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ია ანთაძემ აღნიშნა: „ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები ქუთაისის საზოგადოებასთან. განსაკუთრებული შეთავაზებები გვაქვს ჟურნალისტებისთვის. ეს გახლავთ პროექტი, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების სისტემაში მოქალაქეების ჩართვას. მათ უკვე დღეიდან შეუძლიათ ნებისმიერი მოვლენა, ფაქტი გამოგზავნონ ჩვენს ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია შეიძლება მოწოდებული იყოს ფოტოს, ვიდეოს ან აუდიოჩანაწერის სახით, რომელიც ასახავს ფაქტს. ჩვენ მათ ვპირდებით ანონიმურობას. თუ ეს ინფორმაცია გადამოწმებული იქნება ამ მასალას ჟურნალისტის ხელი აღარ დასჭირდება, ხოლო სხვა შემთხვევაში, ჩვენი პროფესიონალი ჟურნალისტების მეშვეობით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გადავამოწმებთ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ეცოდინება ჩვენი ვებგვერდის სტუმარს რა ინფორმაცია მოვიდა, საიდან მოვიდა, ეს რიგითი ადამიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციაა, თუ მოქალაქე ჟურნალისტის მიერ გამოგზავნილი. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ვიცოდეთ, თუ რა ხდება საქართველოში და სწორედ ამ გზით ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე. საარჩევნო პერიოდში ჩვენ ვმუშაობდით მოქალაქე ჟურნალისტებთან და ამ მხრივ გვაქვს გამოცდილება.“

შეხვედრაზე ია ანთაძემ ისიც განმარტა, რომ ყველა ის დამოწმებული მასალა, რომელიც საიტზე info@cdi.org.ge  გადაიგზავნება, ანაზღაურდება 32 აშშ დოლარით.

„გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად მედია საარჩევნო გარემოს აკვირდება და მუშაობს, ეს არ არის ახალი თემა, მაგრამ პროექტი, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის იდეით UNDEF-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, უპრეცენდენტოა ორი მიმართულებით - თავისი მასშტაბით, მოიცავს 11 ქალაქს. სწორედ ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ამ ქალაქებში, პროფესიონალი ჟურნალისტები მოამზადებენ სტატიებს და შემაჯამებელ სტატიას თავად ია ანთაძე გააკეთებს. თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ კოლოსალურ შრომას და დიდ ენერგიას მოითხოვს. მეორე, განსაკუთრებული კომპონენტი ამ პროექტისა კი ისაა, რომ მონაწილეები არიან მოქალაქე ჟურნალისტები. მოქალაქე ჟურნალისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. საპროექტო ჯგუფის წევრებს გვაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ პროექტი იქნება აბსოლუტურად ნეიტრალური, განსხვავებული და თან წარმატებული,“ - განმარტავს „ახალი გაზეთისა“ და „ნიუ-პრესის“ მთავარი რედაქტორი, ამ პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი ია ბობოხიძე.   

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1339
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია