სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრის, გიორგი ტუღუშის ინიციატივით, დღეს ჟურნალისტები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.
საპყრობილის ეზოში შესულ გიორგი ტუღუშს და ჟურნალისტებს პატიმრები საკნების გისოსებზე ბრახუნით შეხვდნენ. ისინი მედიის წარმომადგენლებს შველას სთხოვდნენ. ამასთან, აღნიშნავდნენ, რომ ბოლო დღეებია, რაც შეწყდა პატიმრების უმიზეზოდ ცემა და დამცირება. პატიმრები ერთხმად კითხულობდნენ "მამაო ჩვენოს". იყო შეძახილებიც - "ბიძინა, ბიძინა".
ი.ბ.