დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ზვიად ძიძიგური: „მერაბიშვილი ახლა ქუთაისში იმყოფება და თავის საქმეს კარგად აკეთებს“
2012/06/08 14:55:05

ქუთაისის პოლიციის მეოთხე სამმართველოსთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ზვიად ძიძიგურმა და გუბაზ სანიკიძემ ბრიფინგი გამართეს. ბოლო პერიოდში სამართალდამცავებმა კოალიციის რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, რამდენიმე კი ახლაც დაკითხვაზე იმყოფება, მათ შორის არიან კოალიციის ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები დები ნინო და ნანა ყურუები.

 

ზვიად ძიძიგური: „სახეზეა პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა, მათ იციან, რომ  აქციაზე დიდი რაოდენობით ადამიანი გამოვა  და სწორედ ამიტომ ახალგაზრდებზე სპეციალურად ხორციელდება ზეწოლა. ერთ რამეს გეტყვით: ამ ბავშვების დაკავების შემდეგ ჩვენს ორგანიზაციას ქუთაისში 50 ახალგაზრდა წევრი შეემატა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი ახლა იმყოფება ქუთაისში და თავის საქმეს აკეთებს კარგად“.

გუბაზ სანიკიძე: „ჩვენი ინფორმაცით, სამხარეო კუდის ადმინისტრაცია შეიკრიბა, რათა ჩვენს ახალგაზრდებზე დაეწყო მუშაობა... მაგრამ, როცა ჩვენი ახალგაზრდები დაკითხვაზე დაიბარეს, ამ ორგანიზაციას კიდევ 300 ახალგაზრდა შემოუერთდა.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია