დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტი ეროვნულ გამოცდებს აუქმებს
2012/06/07 14:44:16

ერთიანი ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან გაუქმდება. ეროვნულ გამოცდებს, რომლის მიხედვითაც  აბიტურიენტები სამ ძირითად და ერთ დამატებით საგანს აბარებდნენ, რათა   უმაღლეს სასაწავლებლებში მოხვედრილიყვნენ, სკოლის  საატესტატო გამოცდები ჩაანაცვლებს. 8+1(უნარები) ამ ფორმულით მოხდება მომავალი წლიდან აბიტურიენტების ჩარიცხვა.

„წლების წინ, როცა ჩვენ შემოვიღეთ ეროვნული გამოცდები, რისი უშუალო ინიციატორიც მე ვიყავი, ამან ნამდვილად გაამართლა, თუმცა ეროვნული გამოცდების გამო სკოლაში მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები აღარ დადიოდნენ და ისინი სკოლის დროს რეპეტიტორებს უთმობდნენ. გადავწყვიტეთ, მომავალი წლიდან (წელს, სამწუხაროდ, ვეღარ მოვასწრებთ) გავაუქმოთ ეროვნული გამოცდები. ბავშვები სკოლაში ჩაბარებული  გამოცდებით მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში. მათ აღარ მოუწევთ ზედმეტი ტანჯვა: რომელს უფრო დიდი დრო დაუთმონ - საატესტატო გამოცდებს თუ ეროვნულს“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია