დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები“
2012/05/25 15:26:28

25 მაისს, 13 საათზე, ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა, სახელწოდებით „ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები“.

აქცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში ერთდროულად შედგა. ქუთაისში მშვიდობიან აქციას 25-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა. მათი ძირითადი მოთხოვნა იყო: „შეწყდეს ჟურნალისტების დევნა!“, „პოლიტიკოსებო, მიეცით ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება!“, „ინფორმაციის მოპოვება კანონით არ ისჯება“ და სხვა.

ირაკლი ვაჩიბერაძე, ჟურნალისტი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი: „ჩვენი აქცია ეძღვნება ბოლო დროს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. გვინდა დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ არ ვართ სუსტები და ვართ სოლიდარულები. ჩვენი მოვალეობაა ინფორმაციის მოპოვება, გაშუქება და ამაში ხელი არავინ უნდა შეგვიშალოს. დღევანდელი მშვიდობიანი აქცია მასშტაბურია და საქართველოს რეგიონებში ერთდროულად გაიმართა. ჩვენ ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ მოგვაქცევს თავისი მარწუხების ქვეშ და ვერავინ შეგვიშლის ხელს ჩვენი პროფესიული ვალის შესრულებაში“.

ლიკა ჩახუნაშვილი, ჟურნალისტი: „ამ აქციით ჩვენ გამოვხატეთ სოლიდარობა ჩვენი კოლეგების მიმართ. ჟურნალისტებზე ძალადობა და ზეწოლა გავაპროტესტეთ. მინდა მოვუწოდო ჩვენი ხელისუფლების მესვეურებს, რომ მეოთხე ხელისუფლებას აცადონ მუშაობა“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1373
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია