დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გიმნაზიელი გოგონა“ დააზიანეს
2012/05/24 15:42:14

ლევან ჭანჭალეიშვილი: „პირადად მე, ქანდაკება ჯერ არ მინახავს და ვერ გეტყვით, არის თუ არა დაზიანებული“

გასულ კვირას, მესამე საჯარო სკოლის წინ გიმნაზიელი გოგონას ქანდაკება დააზიანეს.

სკულპტურულ ქმნილებას, რომელიც გიორგი კიკვიძის ნამუშევარია, ყვავილებიანი კალათა აქვს მოტეხილი.

ქუთაისის მერიაში ამ ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობენ.

„სწორი ინფორმაცია არ მაქვს და კომენტარს ვერ გავაკეთებ,“-განაცხადა მერიის პრესსამსახურის უფროსმა ქეთი დეისაძემ.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ლევან ჭანჭალეიშვილის დაზიანებული ქანდაკება არ უნახავს და კომენტარსაც არ აკეთებს. „პირადად მე, ქანდაკება ჯერ არ მინახავს და ვერ გეტყვით, არის თუ არა დაზიანებული. გუშინ ქანდაკება ჩემებმა დაათვალიერეს და მითხრეს, რომ გიმნაზიელი გოგონა არ არის დაზიანებული. ასე რომ, მეტს ვერაფერს გეტყვი,“ - განაცხადა ჭანჭალეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქანდაკება ქუთაისქალაქობის დღესასწაულზე, 2 მაისს გახსნა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია