დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქუთაისის უნივერსიტეტებთან მემორანდუმის გაფორმებისა და სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, მხარისა და ქალაქის პირველ პირებთან ერთად მშენებარე პარლამენტი მოინახულა. სულ რაღაც 3 დღეში პარლამენტის სხდომათა დარბაზში პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. ამისათვის უკვე თითქმის მზადაა დარბაზი და შენობის ექსტერიერი. შენობის დასრულება ოქტომბრისთვის იგეგმება.
პარლამენტის თავმჯდომარემ მშენებლებს ტემპი მოუწონა.
„რამდენიმე დღის წინ ვიყავი აქ და სულ სხვანაირი იყო მშენებარე პარლამენტის ექსტერიერი. ახლა კიდე სულ სხვანაირია. ყოჩაღ, ბიჭებო!“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.