დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წინასაარჩევნო მონიტორინგი და შეფასებები პოლიტიკური პარტიების მხრიდან
2012/05/21 11:10:37

16 მაისს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით, მრგვალი მაგიდა გამართა: „ეს შენ გეხება“ კამპანიის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების და წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების გაცნობის მიზნით.

 

 

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

წინასაარჩევნო მონიტორინგის პრეზენტაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა ნინო თვალთვაძემ გახსნა და იმ გაზრდილ ბიუჯეტზე ისაუბრა, რომელიც 2012 წელში ფიქსირდება: „შესწავლილ იქნა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი და ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა თვითმმართველი ქალაქების ანგარიშები. ეს მონიტორინგი, ძირითადად, ოთხ დიდ ქალაქში ჩატარდა: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში, სადაც დაფიქსირდა მთელი რიგი დარღვევები ფინანსურ ხარჯვასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, 2012 წელი საარჩევნო წელია და სხვა წლებთან შედარებით საბიუჯეტო დანახარჯები გაცილებით მეტია. ჩვენს მონიტორინგში ასევე მოექცა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის ფაქტები და ასევე სამსახურიდან ადამიანების არამიზნობრივი განთავისუფლება. ჩვენს მიერ ასევე შესწავლილ იქნა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ქალაქების ინფრასტრუქტურა. მაგალითად, ვაუჩერების გლეხობისთვის ერთჯერადად დარიგება, რაც წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება. ასევე ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა კონტროლის პალატის მუშაობის პროცესში, სადაც პოლიტიკური ნიშნით დაიბარეს ადამიანები და დაუწყეს დაკითხვა. ჩვენს ანგარიშში მოხვდა ასევე 1000-ლარიანი პროფესიული გადამზადება, ასევა პენსიონერებისთვის სადაზღვევო პაკეტის გადაცემა და ასე შემდეგ,“ - აღნიშნავს ნინო თვალთვაძე. 

თავის მხრივ ანგარიში წარმოადგინა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელმა თეონა გოგიშვილმა: „დღევანდელი შეხვედრით გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეთქვა, რომ შევიმუშავეთ წინადადება საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება არასრულად იყო რეგულირებული; მედიასაშუალებებში არჩევნების თანაბრად გაშუქების არასაკმარისი რეგულაციები იყო ჩადებული და ასევე პლურალიზმის უზრუნველყოფა ნაკლებად იყო. ამიტომ ამასთან დაკავშირებით იმუშავეს სხვადასხვა ორგანიზაციებმა, „ეს შენ გეხება“ კამპანიის ფარგლებში გაერთიანებულებმა, და ეს გვინდა ფართო მასებისთვის იყოს ცნობილი. პროექტი წარდგენილია პარლამენტში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კამპანიის შესახებ იცოდნენ არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ - ფართო საზოგადოებამაც.“

სახელისუფლებლო გუნდიდან შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს, საქალაქო მეურნეობის თავმჯდომარე მერაბ მეშველიანი, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „მსგავსი პროექტები 2011 წელსაც განხორციელდა. წელს ჩვენ გავზარდეთ ბენეფიციართა კოეფიციენტი, მათ აღმოვუჩინეთ მატერიალური დახმარება, ასევე დახმარება მედიკამენტებით. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვიტყვი, რომ გამომდინარე იქედან, რომ ქალაქის მოთხოვნილებებმა მოიმატა, შესაბამისად გაიზარდა  ხარჯთაღრიცხვაც. ეს შეიძლება შეეხოს გარე განათებას, კანალიზაციას, კეთილმოწყობას და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს. მხოლოდ აქედან არის ხარჯები გაზრდილი, არავითარი წინასაარჩევნო აგიტაცია აქ არ არის,“ - აღნიშნავს მეშველიანი.

კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი ნატო ქათამაძე დასძენს, რომ ახალი ამ მონიტორინგის შედეგებში არაფერი არ ყოფილა,  ფაქტიურად, იყო ის, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ხდება ზოგადად საქართველოში და ასევე ქუთაისში. მაგრამ მინდა აღვნიშნო ის, რომ საია ჩართული იყო იმ პროცესში, როცა ჩვენი მხარდამჭერები კონტროლის პალატაში დაიბარეს, ასევე საიამ ყურადღება გაამახვილა იმ სოციალური პაკეტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც, ნათელია, რომ არის  წინასაარჩევნო“. ფაქტია, რომ ხელისუფლება დღენიადაგ ცდილობს, საზოგადოებაში გააჩინოს ნიჰილისტური დამოკიდებულება, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ და საკუთარი აზრი არ დააფიქსირონ.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1285
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია