დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო კვლევის თემა - მიტოვებული ბავშვები და მოხუცები
2012/04/30 16:01:09

საზოგადოებრივი აზრის, კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა, IPM-მა საქართველოში მიგრაციის თემაზე კვლევა ჩაატარა. პროექტის სახელწოდებაა „მიგრაციის ზეგავლენა მიტოვებულ ბავშვებსა და მოხუცებზე მოლდოვასა და საქართველოში“, პროექტი მიზნად ისახავს, უკეთ გაარკვიოს, თუ რა ზეგავლენას ახდენს მიგრაცია სათემო საზოგადოებებსა და ინდივიდუალურ პირებზე. კერძოდ, ღიად ასახავს ბავშვების და მოხუცების მდგომარეობას საქართველოში.

სოფო ხვიჩია, IPM-ის წარმომადგენელი იმერეთში: „პროექტი 9 მარტს დავიწყეთ და სულ მალე დავასრულებთ. ეს ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ იმერეთში კი კვლევას ვაწარმოებთ სამნი. დავდივართ რაიონებში, სოფლებში. მოსახლეობაც ძალიან აქტიურია. 80%, ასე ვთქვათ, ძალიან გულწრფელად პასუხობს შეკითხვებს. დანარჩენებმა, იყო შემთხვევები, თავი შეიკავეს. ამ კვლევის პასუხები მოკლე ხანში ცნობილი იქნება საზოგადოებისათვის. ანუ გაირკვევა, თუ როგორმა პირობებმა, რა გარემომ და რა ადამიანურმა ღირებულებებმა ჩამოაყალიბა განსხვავება უცხოეთში წასული მშობლების შვილებსა და იმ ბავშვებს შორის, რომელთა მშობლები აქ, საქართველოში იმყოფებიან. ანუ პარალელი გაევლება ყველა იმ ნიუანსს, რომლებიც ბავშვების ფსიქოლოგიაზე მთელ რიგ ზეგავლენას ახდენენ. ინფორმაცია, რომელსაც მოსახლეობიდან ვიღებთ, არის აბსოლუტურად კონფიდენციალური“.

პროექტი ხორციელდება და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მასტრიხედას უნივერსიტეტის მმართველობის სკოლის და სოციალური კვლევის, პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრის მიერ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია