დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მერი დახმარებას შემპირდა, მაგრამ...“
2012/04/30 14:16:56

შემიშვით! შეპირებულია ქალაქის მერი, რომ დამეხმარება, თორე წავალ და მანქანას შეუვარდები, სიცოცხლე აღარ მინდა!“ - ტიროდა ქუთაისის მერიის შესასვლელში 74 წლის ქალბატონ ნინელი ბაბუნაშვილი, რომელმაც შემდეგ გაზეთ P.S.-თან საუბრისას, თავისი ცხოვრების გაუსაძლის პირობებზე ისაუბრა.

„გამწარებული ქალი ვარ, ანგელოზივით ახალგაზრდა ბიჭი გარდამეცვალა. ასევე მეუღლეც გარდაცვლილი მყავს. მარტოხელა ქალი ვარ, ერთადერთი ჩემი შემოსავალი პენსიაა, უკვე რამდენიმე დღეა მერიის შესასვლელში ვათენებ და ვაღამებ, რომ ვინმეს შევხვდე, ჩემი პრობლემა მოისმინოს და დამეხმაროს. ორი დღის წინ, დილით, მერი შესასვლელში შემთხვევით შევიცანი და დავუძახე, შემპირდა, ყველაფერში დაგეხმარებით, ხვალ პირადობის მოწმობა მოიტანეო. მეორე დღესვე მოვიტანე პირადობა, მაგრამ ახლა დაცვის თანამშრომლები აღარ მიშვებენ ზემოთ. ცხოვრება აღარ მინდა, თვალებში ვერ ვიყურები. თვალის წამალი რომ ვიყიდო, 18 ლარი უნდა, მაგრამ მერე პურის ნატეხის გარეშე დავრჩები. ასე ცხოვრება მართლაც აღარ შემიძლია,“ - განაცხადა მარტოხელა ქალბატონმა.

როგორც გაზეთმა „P.S.“-მა მერიის დაცვასთან საუბრისას გაარკვია, მათ უფლება არ აქვთ, მერის ნებართვის გარეშე, უცხო პირი მერიაში შეუშვან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია