დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„დროა, სატრაქტორო ქარხნის ამუშავებისა!“
2012/04/26 14:54:29

პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე დღეს ქუთაისს სტუმრობდა. მან ყოფილ სატრაქტორო ქარხნასთან ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენცია გამართა. როგორც გამყრელიძე აცხადებს, საქართველოს სოფლებში ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად სწორედ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არარსებობა ან ხელმიუწვდომლობა გამოიკვეთა.

„ჩვენ რამდენიმე ასეული სოფელი შემოვიარეთ, სოფლების უმრავლესობას ტრაქტორი ან საერთოდ არ აქვს, ან კიდე საგაზაფხულო სამუშაოებისათვის გლეხს ტრაქტორის მომლოდინეთა გრძელ რიგში უწევს დგომა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევქმენით ახალი საბძოლო ტექნიკა, თუმცა აუცილებელია დავიწყოთ ქუთაისში, აი, ამ ქარხნის ამუშავება. აღნიშნული ქარხნის აღდგენით საქართველო სერიოზულად შეუწყობს ხელს ქვეყანაში აგრარული სფეროს მნიშვნელოვან განვითარებას და წარმოებულ ტექნიკას სერიოზულ საექსპორტო დატვირთვასაც მისცემს,“ - განაცხადა „ახალი მემარჯვენების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

„ახალი მემარჯვენეების“ თითქმის ყველა ლიდერი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოსახლეობასთან შეხვდრებს მართავს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1396
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია