დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალურად დაუცველი ადამიანი სამსახურიდან დაითხოვეს
2012/04/17 12:24:49

„ვარ სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული ადამიანი, სიმწრით დავიწყე მუშაობა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში. 320 ლარი მქონდა ხელფასი, ამ თანხით ბინის ქირას ვისტუმრებდი და პურის ფულიც შემქონდა ოჯახში. მოულოდნელად, წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორმა ლაშა გურგენიძემ სამსახურიდან გამათავისუფლა,“ - განაცხადა ჯიმშერ დვალიშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რედაქციაში მოგვაკითხა და დახმარება გვთხოვა.

ჯიმშერ დვალიშვილი: „ჩემი ოჯახი უკიდურეს დღეშია, მშიერი ვკვდებით. ლუკმა პურის ფული გამოგვაცალეს ხელიდან. პრეზიდენტი რომ იძახის, ვეხმარებით გაჭირვებულ ხალხსო, რატომღაც, ესენი პირიქით აკეთებენ. სამსახურში ცუდი არაფერი გამიკეთებია, არც არავინ მყავდა გადაკიდებული. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, პატარა შვილიშვილი ავად გამიხდა. ბრიგადირს სამსახურიდან ერთი დღით გათავისუფლება ვთხოვე. წადი, კაცო, მიხედე ბავშვსო, - მითხრა მან. მეორე დღეს, სამსახურში რომ დავბრუნდი, განცხადება დამაწერინეს და სამსახურიდან გამათავისუფლეს. მიზეზს არ მეუბნებიან.  გურგენიძემ მითხრა, შემცირებაში მოყევი და მე რა ვქნაო. ექვსი თვე ვმუშაობდი, ახლა კი, ასე უსამართლოდ, უმუშევარი დამტოვეს. ხშირად მივდივარ გურგენიძესთან კაბინეტში და სამსახურში დაბრუნებას ვეხვეწები. გუშინაც ვიყავი. ის მეუბნება, ახალი სამუშაო გამოჩნდება და იქ დაგაწყებინებ მუშაობასო. გავიდა თებერვალი, მარტი, აგერ აპრილიც მოვიდა. მაგრამ სამსახურში არავინ მაბრუნებს. გთხოვთ, გამირკვიოთ, რატომ გამათავისუფლეს სამსახურიდან და როდის დამაბრუნებენ.“

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან გვიპასუხეს, რომ დამხმარე მუშა ჯიმშერ დვალიშვილი შრომის კანონმდებლობის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ამოწურვის გამო გათავისუთლდა სამსახურიდან.

„ჯიმშერ დვალიშვილთან ერთად სამსახურიდან განთავისუფლებული იქნა ასამდე ადამიანი, რომლებიც დროებით, საკონტრაქტო ხელშეკრულებით იყვნენ სამსახურში აყვანილები. თუ კომპანია საჭიროდ ჩათვლის  დამხმარე მუშახელის აყვანას, პირველ რიგში გადაიხედება იმ ადამიანთა მონაცემები, რომლებიც მანამდე იყვნენ დასაქმებულები და საკონტრაქტო ვადა ამოეწურათ. მათ რიცხვში არის ჯიმშერ დვალიშვილი. გადაიხედება მათი საქმე და შესაბამისად მოხდება გამოძახება.“ - განმარტეს კომპანიაში

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია