დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სამოქალაქო განათლება ტრეფიკინგის პრევენციისთვის“
2012/04/17 12:14:45

11 აპრილს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრეფიკინგის პრევენციის პროექტის პრეზენტაცია დაიგეგმა. 2012 წლის მარტიდან ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო განხორციელება პროექტისა „სამოქალაქო განათლება ტრეფიკინგის პრევენციისთვის“. პროგრამის მიზანია იმერეთის რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება ადამიანებით ვაჭრობის საფრთხეებისა და ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის დაცვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით. შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის საქმიანობაშიც არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეთხოვათ მონაწილეობის მიღება.

ასევე შეიქმნა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეფერალის სისტემა, დაფუძნდა ორი თავშესაფარი, დაარსდა სახელმწიფო ფონდი. თუმცა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობა და შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ცნობიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა.

პროექტის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები განხორციელდება: იმერეთის რეგიონის თერთმეტი ადმინისტრაციული ცენტრის და ქალაქ ქუთაისის მოსახლეობის ჯგუფებთან, რომელთა ასაკი შეადგენს 15-იდან - 50 წელს, მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები და განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის საფრთხეები, კანონი „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, დაცვის და დახმარების პრევენციული ღონისძიებები, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა და სხვა.

ინფორმაციის მიღების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში შეიქმნა საინფორმაციო რესურსი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის და მუშაობის მსურველ ადამიანებს ლეგალური გზებით მიგრაციასთან დაკავშირებით მუდმივად მიაწოდებს ინფორმაციას. საინფორმაციო მომსახურება გავრცელდება დაბრუნებულ მიგრანტებზეც.

როგორც ქუთაისის განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლია კილაძემ განაცხადა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება, პროექტის ფარგლებში მოხდება ვიდეო რგოლების, ესეების, ბლოგების კონკურსების ორგანიზება ტრეფიკინგის, მიგრაციის თემისადმი მიძღვნილი საუკეთესო თემის გამოსავლენად, რაც შესაძლებელს გახდის, ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის საინფორმაციო კამპანიაში.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია