დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაფერ მოატყუეს ბიჭებმა ტაქსის მძღოლი 1 აპრილს
2012/04/09 11:00:34

ვაი და უი თქვენ ქაიხოსროს! გამოშტერდა მთლათ ეს ახალგაზრდობა, თუ რავაა საქმე! კაცო, ჩვენ ახალგაზრდები არ ვიყავით?! მარა, ამფერ საქციელებს კი არ ჩავდიოდით, რაც მე გუშინწინებზე ჩემმა მეზობელმა ბუჭაიამ მომიყვა. კაცი გულგახეთქილი მევიდა სახლში. რაი დაგემართა-თქვა, რო ვკითხე, ძლივს მომიყვა თავის გასაჭირი.

პირველ აპრილს ხალხი ხო ატყუებს ერთმანეთს რაცხეებს და მერე ეუბნებიან: დღეს პირველი აპრილია - მოტყუება ადვილიაო. ასე გამოუძახებიათ ეს ჩემი ცოდვით სავსე მეზობელი, ვალებში რო იხჩობა საწყალი და ამ ტაქსაობით ისტუმრებს ბანკის პროცენტებს. უტარებიათ, თურმე, ამ ახალგაზრდობას კაი ორი-სამი საათი ქალაქში და, რო გადმოსულან და, წესით, ფული უნდა მიეცათ ერთი 30 ლარი მაინც, ამ ბიჭებს არ დაურეხვებიათ: რაის 30 ლარი გინდა, დღეს პირველი აპრილიაო და ასე ვეკაიფებით ხალხსო?!

ამ საცოდავს შეპასუხების თავი არ აქვს, საწყალია და, ასე გულგახეთქილი წემევიდა სახლში. რაც იმ ბიჭებს ვერ გოუბედა, თავის ცოლზე იყარა ჯავრი.

ვაი, ახლა არ იყოს თქვენი ქაიხოსრო მოხუცი! თვარა ამ საქმეს ბოლომდე გამეიძიებდა და დოუბეგვავდა იმ ბიჭებს თავ-ყბას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1421
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია