დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარწყვი
2012/04/02 15:23:25

მარწყვი 5-20 სმ სიმაღლის ვარდისებრთა ოჯახის ბალახია. ყვავის თეთრი ყვავილებით მაის-ივნისში. მწიფდება ივნის-ივლისში. მარწყვი თაფლოვან მცენარედაა მიჩნეული. სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი და ღერო-ფოთლები. აგროვებენ ივნის-ივლისში.

მარწყვის ფოთლების ნახარშს ხმარობენ პირში გამოსავლებად პირის ღრუში ცუდი სუნის მოსასპობად. სვამენ კუჭ-ნაწლავის ანთების და ღამით ოფლიანობის დროს. აგრეთვე კუჭაშლილობის სამკურნალოდ. შარდმდენად და მარილების დაგროვების წინააღმდეგ.

ნახარშის მოსამზადებლად ერთ სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ხმელ ფოთლებს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს და 15-20 წუთის განმავლობაში ადუღებენ ნელ ცეცხლზე. ამ დოზას იღებენ ერთი დღის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ.

ხალხური მედიცინა მარწყვის ფესურისა და ფოთლების ნახარშს იყენებს ნაღვლის ბუშტის, თირკმელების და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებების წინააღმდეგ.

მარწყვით (ნაყოფი) მკურნალობენ ელენთას და გასტრიტს. ფესვურის და ფოთლების ნახარში გამოიყენება შარდმდენ საშუალებად. ასევე ფოთლების ნახარში დღეში ექვსჯერ მიღების შემთხვევაში (თითო ჯერზე 2-3 სუფრის კოვზი) დადებითად მოქმედებს ხორხის კიბოს დროს მკურნალობის სხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებასთან კავშირში.

ცნობილია, რომ სოლიტერის მოსაცილებლად ჭამენ ქაშაყს ხახვით და დიდი რაოდენობით მარწყვს (მარწყვს ყოველდღიურად თითქმის სამ კილოგრამამდე). ასეთი მკურნალობის შედეგად სოლიტერი ავადმყოფს სცილდება მთლიანად. მარწყვი კარგ შედეგს იძლევა ჰიპერტონიის დროსაც. ასევე გამოიყენება ეგზემის საწინააღმდეგოდ.

 

თამარ ასკურავა  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია