დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცენზურა Forbes georgia-ში
2012/04/02 15:21:57

ქართულ მედიასივრცეში მორიგი სკანდალი აგორდა, რისი მიზეზიც მთავარი რედაქტორის უფლებების დარღვევაა. რამდენიმე თვის წინ დაფუძნებული ქართულენოვანი forbes georgia-ს მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა აღნიშნული თანამდებობა.

როგორც მან 27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, forbes georgia-დან წამოსვლის მიზეზია კომპანია media  partner-ის პრეზიდენტ გაგიკ ეღიზიართან  ხშირი კონფლიქტი. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამერიკულმა forbes-მა მარტის ნომერში ტრადიციულ  მილიარდელთა რეიტინგი და ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია დაბეჭდა და გადაწყვიტა, სტატია ქართულ forbes-საც დაებეჭდა.

რევაზ საყევარიშვილის თქმით გაგიკ ეღიზიარისაგან ცენზურის მცდელობის მიზეზია, საქართველოს საგარეო დაზვერვის უფროსის გელა ბეჟუაშვილთან მისი მეგობრობა და იქვე ამტკიცებს, რომ დამფუძნებელი წინააღმდეგი იყო ყველა იმ სტატიისა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გაღიზიანებას გამოიწვევდა.

„ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე შეუძლებლად მიმაჩნდა forbes georgia-ს მთავრი რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება... ამ გადაწყვეტილებისა და მისი მოტივების შესახებ უკვე ვაცნობე forbes -ის სათაო ოფისს ნიუ-იორკში“,  - აცხადებს რევაზ საყევარშვილი.

თავის მხრივ media partner-მა, რომელიც forbes georgia-ს გამოცემის უფლებას ფლობს, რევაზ საყევარიშვილის პრეტენზიებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც სს media patner-ი უარყოფს მთავარ რედაქტორზე ზეწოლას და მისი გათავისუფლების  მიზეზად ასახელებს  ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუში, საყევარიშვილის მიერ უმეტესი კითხვების კოპირებას რუსული „ვედომოსტის“, 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან. იქვე ამტკიცებენ, რომ საყევარიშვილს თვითონ არ დაუტოვებია აღნიშნული თანამდებობა და ის media partner-ის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა. ჟურნალისტზე ზეწოლის გამო „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ხელისუფლების მხრიდან ცენზურა და თავისუფალ მედიაში ჩარევა ქვეყანაში ჩვეულებრივ ამბავად იქცა, თუმცა ამჯერად მისი ხელი მსოფლიო ბრენდის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოცემასაც გადასწვდა.“ „ქართული ოცნების“ აზრით საყევარიშვილის გათავისუფლების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი აქტივობის დაბლოკვაა.

რევაზ საყევარიშვილი media partner-ის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან რუსული გამოცემიდან გადმოიკოპირა კითხვები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დროს, სიცრუეს უწოდებს.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია