დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გვირილებიანი გოგონა თეთრ ხიდზე
2012/04/02 15:13:04

ქუთაისის ისტორიულ თეთრ ხიდზე საუკუნის წინანდელ ისტორიას სკულპტურის სახით გააცოცხლებენ და „პიკასოს ბიჭის“ სკულპტურის მოპირდაპირე მხარეს გოგონას ფიგურას დადგამენ, რომელსაც გვირილების თაიგული  ეჭირება ხელში, გოგონას გვერდით კი დამონტაჟდება სკამი.

 

გვირილობას ქუთაისში საუკუნის ტრადიცია აქვს. ყველაფერი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ქუთაისში დამკვიდრდა საქველმოქმედო სახალხო დღესასწაული, რომელიც ჭლექიანების დასახმარებლად, გაზაფხულზე ტარდებოდა. უხუცესი ქუთაისელის, ვერა გვანცელაძე-ჯიქიას გადმოცემით, დღესასწაულის ორგანიზატორები ქალაქის რომელიმე წარჩინებულ მანდილოსანს გააყოლებდნენ ორ გიმნაზიელს: ვაჟს - ფულისათვის განკუთვნილი ყულაბით, გოგონას - გვირილებით სავსე კალათითა და ქინძისთავით ხელში. წინამძღოლის მშვენიერი, დიდებული ქალბატონის პატივისცემით, გზად შემხვედრი არცერთი ადამიანი უარს არ ამბობდა ყულაბაში დიდი თანხის ჩაგდებაზეც კი. გოგონა მას ქინძისთავით გულზე დაამაგრებდა გვირილას, რომელიც ქველმოქმედს სამი დღე უნდა ეტარებინა ნიშნად იმისა, რომ მან ფული უკვე გადაიხადა. მოგროვილი თანხა დღის ბოლოს საქველმოქმედო საზოგადოებას ბარდებოდა. „გვირილობის“ დედოფლობიდან შემორჩენილია ერთ-ერთის - იშვიათი გარეგნობითა და გემოვნებით გამორჩეული საშა ჩიქოვანის სახელი (ენციკლოპედია „იმერეთში“).

ქალაქის თვითმმართველობამ გადაწყვიტა, საუკუნის წინანდელი ისტორია თეთრ ხიდზე გაეცოცხლებინა.

„მერიას გაუჩნდა იდეა, რომ ქუთაისში ყოფილიყო გვირილობის სკულპტურა, ეს იქნება გოგონას ძეგლი, რომელსაც ხელში ექნება გვირილების ბუკეტი. ამით ჩვენ კიდევ უფრო გავუსვამთ ხაზს იმ საზოგადოებრივ-კულტურულ მდგომარეობას, რომელიც იყო ადრე, და ასე ზრუნავდნენ თანაქალაქელებზე. სკულპტურასთან ერთად ასევე იქნება სკამი და ადამიანს საშუალება მიეცემა, ჩამოჯდეს, გადაიღოს სურათი. ხოლო, როცა ტურისტები გაიგებენ ამ სკულპტურის შესახებ, ალბათ, მიხვდებიან, თუ რა ისტორია აქვს ჩვენს ქალაქს. სკულპტურის შექმნაზე ტენდერი სულ მალე გამოცხადდება და გაირკვევა, ვინ შექმნის მას,“ - განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

ასე რომ, თეთრ ხიდს, ქუთაისქალაქობისათვის, კიდევ ერთი ნამუშევარი შეემატება. მასზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28000 ლარამდე არის გამოყოფილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია