დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მასწავლებლის სახლი გაიხსნა
2012/03/26 14:23:35

23 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისს სტუმრობდა. მან იმერეთის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასთან და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ გია მამულაშვილთან ერთად, მასწავლებლის სახლი გახსნა.

მასწავლებლის სახლი ქუთაისში დღის განმავლობაში 200-მდე პედაგოგს მოამზადებს. ტრენინგები ყველა საგანსა და პროფესიულ უნარებში ყოველდღიურად ჩატარდება. აქ კვალიფიკაციის ამაღლება იმერეთის რეგიონის ყველა პედაგოგს შეეძლება.

„ქუთაისის მასწავლებლის სახლში პედაგოგები კვალიფიკაციას აიმაღლებენ და მოემზადებიან, სასერთიფიკატო გამოცდებისთვის. მათ ადგილობრივ ტრენერებთან ერთად, თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტებიც მოემსახურებიან. ჩვენ ყველა პირობას ვუქმნით პედაგოგებს, რომ წარმატებით ჩააბარონ  გამოცდები,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია